თანამედროვე სირიის დროშა — მეორედ შეტანილი იყო 1980 წელს. მანამდე ეს დროშა გამოიყენებოდა გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის მიერ.

სირია არაბული რესპუბლიკის დროშა
სირია

სირიის ოფიციალური დროშა
პროპორცია 2:3
პროპორცია 1:2
დროშის ავტორი სირიის ეროვნული რევოლუციული კოალიციის და ოპოზიციური ძალები

სიმბოლიზმი

რედაქტირება

დროშის ფერები ტრადიციულია არაბული ქვეყნების დროშებისთვის, ორი ვარსკვლავი ნიშნავს ეგვიპტეს და სირიას, ორი რეგიონი შემავალი გაერთიანებულ არაბთა რესპუბლიკაში. მწვანე ფერი — ფატიმიდების ფერი, თეთრი — ომაიანების, შავი — აბასიანების და წითელი ფერი — ხაშიმიტების დინასტიის ფერი დამატებული იყო, როდესაც შერიფი ჰუსეინ იბნ ალი ალ-ჰაშიმი შეუერთდა არაბულ აჯანყებას 1916 წელს.

არაბული აჯანყების დროშა გახდა პირველი დროშა, რომელიც გამოიყენება დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე, ოსმალური იმპერიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1918 წლის 30 სექტემბერს.

ამ დროშაზე დაყრდნობით, 1920 წელს, გამომუშავებული და მიღებული იყო სირიის სამეფოს დროშა. წითელ სამკუთხედზე გამოსახული ვარსკვლავი, იმ ფაქტის სიმბოლოა, რომ სირია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოიყენა პან-არაბული ფერები.

საფრანგეთის ხელისუფლებამ, უფლებამოსილებით შეცვალა დროშა ლურჯ დროშაზე ნახევარმთვარით ცენტრში და ფრანგული დროშით კანტონში. ერთ თვეში ეს დროშა გააუქმეს. საფრანგეთის მართვის ქვეშ მყოფი სირია ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი, რომელთაგან თითოეულს მიეღო საკუთარი დროშა. 1922 წელს მიღებული იყო ჰორიზონტალურად მწვანე-თეთრი-მწვანე სირიული საბჭოს სახელმწიფო დროშა საფრანგეთის დროშით კანტონში. ეს დროშა გამოიყენებოდა 1925 წლიდან 1936 წლამდე, სანამ სახელმწიფოები ერთი სირიის შემადგენლობაში არ შევიდნენ.

1932 წელს მიღებული იყო ჰორიზონტალური მწვანე-თეთრი-შავი დროშა სამი ხუთკუთხედიანი ვარსკვლავით თეთრი ხაზის ცენტრში. ეს მოჰყვა ფრანგულ-სირიული ხელშეკრულების მოწერას, რომლის თანახმადაც სირია გახდა რესპუბლიკა და ნაწილობრივ დამოუკიდებელი ქვეყანა. თავდაპირველად სამი წითელი ვარსკვლავი აღნიშნავდა ალეპოს, დამასკოს და დეირ-ელ-ზორის. 1936 წელს სირიას მიეკუთვნა ჯაბალ ალ-დრუზი და ლატაკია, რამაც ვარსკვლავთა მნიშვნელობის ცვლა გამოიწვია. ალეპო, დამასკო და დეილ-ელ-ზორი - პირველი ვარსკვლავი, ჯაბალ ალ-დრუზი - მეორე, ლატაკია - მესამე. ეს დროშა დარჩა 1946 წელს სრული დამოუკიდებლობის მიღების შემდგომაც.

1958 წელს, სირიამ და ეგვიპტემ ერთიანი სახელმწიფო შექმნეს — გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა (გარ) და მიიღეს ჰორიზონტალური წითელ-თეთრ-შავი დროშა ორი მწვანე ვარსკვლავით (შესაბამისად სირია და ეგვიპტე), რომელიც დღევანდელი სირიის დროშაა. 1961 წელს სირია გამოვიდა გარ-დან და დაუბრუნდა წინა დროშას.

1963 წელს ერთი თვის შუალედში მმართველობაში სირიასა და ერაყში მოვიდა პარტია ბაასი. ორივე ქვეყანაში დროშა შეიცვალა წითელ-თეთრ-შავზე სამი მწვანე ვარსკვლავით (პარტიის ლოზუნგთან შესაბამისი „ერთობლიობა, თავისუფლება, სოციალიზმი“).

1972 წლის 1 იანვრიდან, სირიის დროშა გახდა არაბულ რესპუბლიკათა ფედერაციის დროშა (სირია, ეგვიპტე, ლიბია).

1980 წელს არჩეული იყო დღევანდელი დროშა, 1958 წლის ანალოგიური.

ფრანგული სირიის სახელმწიფოთა დროშები

რედაქტირება

ფრანგული სირიის თოთოეულ სახელმწიფოს (საფრანგეთის მანდატური ტერიტორია) საკუთარი დროშა ჰქონდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება