სირაკუზა

(გადამისამართდა გვერდიდან სირაკუზები)

სირაკუზა (იტალ. Siracusa [siraˈkuːza]; სიცილ. Sarausa; ლათ. Syracusæ; ძვ. ბერძნ. Συράκουσαι) — ქალაქი და ნავსადგური იტალიაში, კუნძულ სიცილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნაწილობრივ კუნძულ ორტიჯაზე, არის სირაკუზის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 121605 (2017).

ბერძნული თეატრი სირაკუზაში
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1200
ინგლ.რუს.ფრ.

სირაკუზა იყო ერთ-ერთი პირველი ბერძნული კოლონია კუნძულ სიცილიაზე. დააარსეს კორინთელებმა ძვ. წ. 735 წელს. თავდაპირველად ქალაქს კუნძული ორტიგია ეკავა, მაგრამ თანდათაონით გაიზარდა და დროთა განმავლობაში იგი გახდა კუნძულზე ყველაზე დიდი და მდიდარი ქალაქი. კონტინენტს უკავშირდებოდა ხიდით. ქალაქი მძლავრი კედლებით იყო გარშემორტყმული და 5 ნაწილისგან შედგებოდა:

  1. ორტიგია ათენასა და არტემიდას ტაძრებით, მძლავრი აკროპოლისით
  2. აქრადინე ფორუმით, ზევსის ტაძრით, თეატრით და დიდი კატაკომბებით
  3. ტიქე, ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ნაწილი გიმნასიონით
  4. ნეაპოლისი, სადაც იყო სიცილიაში ყველაზე დიდი თეატრი
  5. ეპიპოლე, ქალაქის ყველაზე მაღალი ნაწილი.

სირაკუზს ჰქონდა ორი ყურე, დიდი იკეტებოდა ჯაჭვით და მცირე, გარშემორტყმული გემთსაშენით და არსენალებით. ქალაქს დასავლეთით ჰქონდა დიდი წყალსადენი, რომელიც ათენელებმა ალყის დროს გადაჭრეს. ძვ. წ. v საუკუნეში არისტოკრატიისნაცვლად დამყარდა ტირანია, რომელიც მოკლე ხნით დემოკრატიამ შეცვალა, მაგრამ ძვ. წ. 406 წელს კვლავ ტირანიამ გაიმარჯვა. სირაკუზს ჰქონდა ომები ათენთან, რომლებიც სირაკუზის სრული გამარჯვეით დასრულდა და კართაგენთან. I და II პუნიკურ ომებში სირაკუზი რომის მოკავშირე იყო, მაგრამ III pპუნიკურ ომში კართაგენის მხარე დაიჭირა. ძვ. წ. 211 წელს ორწლიანი ალყის შემდეგ რომაელებმა აიღეს, დაანგრიეს და დაარბიეს. სირაკუზს იცავდა არქიმედე. იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსი შეეცადა სირაკუზის აღორძინებას რომაელების ჩასახლებით, მაგრამ ვერ შეძლო.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: