სინოპის არქეოლოგიური მუზეუმი
სინოპის არქეოლოგიური მუზეუმი ან სინოპის მუზეუმი (თურქ. Sinop Arkeoloji Müzesi) — ეროვნული მუზეუმი სინოპში, თურქეთი, ინახავს არქეოლოგიურ ნიმუშებს, რომლებიც აღმოჩენილია ქალაქში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.[1][2]
სინოპის არქეოლოგიური მუზეუმი | |
---|---|
42°01′41″ ჩ. გ. 35°09′07″ ა. გ. / 42.02806° ჩ. გ. 35.15194° ა. გ. | |
დაარსდა | 1941 |
ქვეყანა | თურქეთი |
მდებარეობა | სინოპი |
ოფიციალური საიტი | http://www.sinopmuzesi.gov.tr |
წინაპირობები
რედაქტირებათურქეთში ქალაქ სინოპში პირველი მუზეუმის საქმიანობა 1921 წელს. ქალაქის სხვადასხვა ადგილზე ნაპოვნი არქეოლოგიური ნიმუშები და სხვა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ობიექტები თავდაპირველად შენახული იყო ერთ-ერთ სკოლაში. 1932 წელს ეს ნივთები გადაიტანეს ფერვანეს მედრესეში, რომელიც ადრე რელიგიური სასწავლებელი იყო. 1941 წელს შენობა გადაკეთდა მუზეუმად და გაიხსნა საზოგადოებისათვის. 1947 წელს ადგილზე დაინიშნა მუზეუმის დირექტორი.[3][1][2]
1951-1953 წლებში გერმანელი და თურქი არქეოლოგების ერთობლივმა ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელები იყვნენ ლუდვიგ ბუდე და ეკრემ აკურგალი, განახორციელეს გათხრები სინოპის ცენტრში და დემირჯიქოიში, ქოჩაგიოზის ნეკროპოლში. აკურგალმა გადაწყვიტა მუზეუმის შენობის აგება სინოპში, რათა მასში განთავსებულიყო მრავალი არქეოლოგიური ნიმუში. 1968 წელს ქალაქის მერიამ შესწირა მიწა სინოპის ცენტრში, რომელიც მოიცავდა სელჩუკების იმპერიის პერიოდის სამარხს და გათხრებისას აღმოჩენილ სერაპეუმის ნანგრევებს.[3][2]
1970 წელს დასრულდა მუზეუმის ორსართულიანი შენობის მშენებლობა, რომელიც მდებარეობს სინოპის ცენტრში, ოქულარის ქუჩა 2-ში.[3][1] 2001 წელს განხორციელებულმა რემონტმა მუზეუმს მისცა შესაძლებლობა, შეეძინა თანამედროვე მუზეოლოგიის კონცეფციები. 2006 წლის აპრილში მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა განახლებული სახით.[2]
მუზეუმის ექსპონატები
რედაქტირებაგამოფენა ღია ცის ქვეშ
რედაქტირებასერაპეუმის ნანგრევები, ტაძარი, რომელიც მიძღვნილი იყო ელენისტური და ძველი ეგვიპტური ღვთაების სერაპისადმი, მდებარეობს ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმის ნაწილში, სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. 1951 წელს იგი აღმოაჩინეს გათხრების შედგად. მართკუთხა ტაძრის ნანგრევებში აღმოჩნდა ტერაკოტის არტეფაქტები, არქიტექტურული ელემენტები და სერაპისის, დიონისეს, ჰერაკლეს, ისიდას და პერსეფონეს გამოსახულებები. ტაძრის აშენების თარიღი უცნობია, თუმცა წარწერა მიუთითებს, რომ იგი სერაპისს მიუძღვნეს.[1]
სულთანის სამარხი, რომელიც ასევე მდებარეობს მუზეუმის ეზოში, ადგილობრივებს შორის ცნობილია როგორც „აინალ ყადინის სამარხი“.[4] წარწერის მიხედვით, რომელიც გასდევს სამარხის არქიტრავულ კარს, იგი ააგეს 1395 წლის ივნისში. შიგნით განთავსებულია სამი სამარხი, მათ შორის ერთ-ერთი ეკუთვნის სულეიმან ფაშას ქალიშვილს. ფაშა იყო ორჰან I-ის, ახალი დაარსებული ოსმალეთის იმპერიის მეორე ბეგის, უფროსი ვაჟი. ქალიშვილი, რომელიც 1395 წელს გარდაიცვალა, იყო ქანდაროღლის ბეგი სულეიმან ფაშას მეუღლე. კვადრატულ გეგმიანი სამარხი აგებულია ქვისგან. იგი გადახურულია ხის სახურავით, რომელიც თურქული კრამიტით არის დაფარული და არ აქვს გუმბათი, როგორც ამ ეპოქის შენობებს. სამარხს აქვს ფანჯრები სამ მხარეს.[5]
მუზეუმის ეზოს ჩრდილოეთ ნაწილში გამოფენილია სხვა ექსპონატებიც, მათ შორის არქიტექტურული ელემენტები, მილები, საფლავის ქვები, ქვის ან მარმარილოს სკულპტურები, დიდი თიხის ქოთნები და მოზაიკები. სულთანის სამარხის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში აღმართული ისლამური საფლავის ქვები ქმნის სასაფლაოს შთაბეჭდილებას.[5]
შიდა ექსპონატები
რედაქტირებამუზეუმის შესასვლელის გვერდით ნაწილში გამოფენილია სკულპტურები და ბიუსტები. აქვე არის ქვის წარწერაც, რომელიც აღწერს სინოპსა და პონტოს ჰერაკლეას შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც თარიღდება ძვ. წ. IV საუკუნით. [5]
მცირე არტეფაქტების ოთახი მოიცავს ჭურჭელს, ლითონის ხელსაწყოებს, ლარნაკებს, ტერაკოტის ფიგურებს და არქიტექტურულ ელემენტებს სერაპეუმიდან, ასევე მინის ნაკეთობებს და არტეფაქტებს სამარხებიდან, რომლებიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის გამოფენილი ადრეული ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. 3300–2100) ბიზანტიის იმპერიის დასასრულამდე (1453 წ.). ამ სექციის იატაკის ცენტრში განთავსებულია მოზაიკის პანელი, რომელიც ასახავს ხელოვნების შვიდ მუზას და რომელიც სინოფის მეიდანქაფის უბნის გათხრებისას აღმოაჩინეს.[5]
მონეტების სექციაში წარმოდგენილია სინოპში მოჭრილი პირველი ვერცხლის მონეტების ნიმუშები, ქალაქის მონეტები, ასევე ორდუსა და გელენჯიკის განძებიდან აღმოჩენილი მონეტები, ბიზანტიისა და სელჩუკთა მონეტებთან ერთად.[5]
ხატების დარბაზი მოიცავს ბიზანტიის ეპოქის სინოპის მართლმადიდებლური ეკლესიების ხატებს. ხატები შესრულებულია მოხატული და მოოქროვილი ფრესკების სახით შელესილ ტილოზე ან წაბლის ხის დაფაზე. ისინი ჰგავს რუსეთსა და კვიპროსის ეკლესიებში აღმოჩენილ ხატებს.[5]
ამფორის დარბაზი
რედაქტირება1994–2000 წლებში სინოპის ცენტრში, კარაკუმსა და დემირჯიქოიში ჩატარებული ფრანგულ-თურქული გათხრების დროს აღმოაჩინეს ამფორების საწარმოო სახელოსნოები და ღუმელები. აღმოჩენებმა აჩვენა, რომ ელენისტურ, რომაულ და ბიზანტიურ ეპოქებში სინოფის ეკონომიკის ძირითად სექტორს წარმოადგენდა ამფორების, აგურებისა და სახურავის კრამიტების წარმოება.[5] ამ გათხრებისას აღმოჩენილი ამფორები გამოფენილია ამფორების დარბაზში, სადაც ასევე წარმოდგენილია ამფორის ღუმელის რეპლიკა და სინოპიდან ამფორების კომერციული განაწილების ზონის რუკა.[5]
წვდომა
რედაქტირებამუზეუმი მდებარეობს სინოპის ცენტრში, მისამართზე ოქულარის ქუჩა 2-ში. ის ღიაა ყოველდღე, ორშაბათის გარდა, ადგილობრივი დროით 8:30-დან 17:30-მდე.[6]
ლინკები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Sinop Müzesi Turkish. Kültür ve Turizm Bakanlığı – Müze. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-14. ციტირების თარიღი: 2016-07-12.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Sinop Arkeoloji Müzesi Turkish. Sinop Valiliği – İl Küştür ve Turizm Müdürlüğü. ციტირების თარიღი: 2016-07-13.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Tarihçemiz Turkish. Sinop Arkeoloji Müzesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-08. ციტირების თარიღი: 2016-07-14.
- ↑ Aynalı Kadın (Sultan Hatun) Türbesi – Sinop Turkish. Türkiye Kültür Portalı. ციტირების თარიღი: 2016-07-13.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 Türbeler – Sultan Hatun Türbesi Turkish. Sinop Valiliği – İl Küştür ve Turizm Müdürlüğü. ციტირების თარიღი: 2016-07-13.
- ↑ Ana sayfa Turkish. Sinop Arkeoloji Müzesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-23. ციტირების თარიღი: 2016-07-14.