პონტოს ჰერაკლეა (ბერძ. Ἡράκλεια Ποντική Hērakleia Pontikē) — ანტიკური ეპოქის ზღვისპირა ქალაქი მცირე აზიაში. მდებარეობდა ბითინიის ისტორიულ ოლქში, მდინარე ლუკოსის შესართავთან. მისი მდებარეობა დღევანდელი თურქეთის, ზონგულდაქის პროვინციაში მდებარე ქალაქ ერეგლის შეესაბამება. ჰერაკლეას კოლონია მეგარელ[1] მოახალშენე ბერძნებმა დაახლოებით ძვ.წ. 560–558 წლებში დაარსეს, და ბერძნული ღვთაებრივი გმირის ჰერაკლეს სახელი უწოდეს. ბერძენმა კოლონისტებმა მალევე დაიმორჩილეს ადგილობრივი მარიანდიელები, მაგრამ იმ პირობით რომ ისინი, უკვე როგორც ჰილოტი (მსახურები), მონებად არ გაიყიდებოდნენ სამშობლოს გარეთ. მდიდარი როგორც, ნაყოფიერი მიწებით და ასევე სათევზაო ადგილებით, მისი ბუნებრივი ნავსადგურის დამსახურებით ჰერაკლეამ, კონტორლი მიმდებარე სანაპიროებზეც განავრცო და შავი ზღვის სანაპიროებზე საკუთარი კოლონიები დააარსა (კუტოროსი, კალატისი, ქერსონესი). ქალაქის ზეობა გალატიელებმა და ბითინიელებმა შეარყიეს, ხოლო უკვე მითრიდატეს ომებში ის საბოლოოდ განადგურდა.

პონტოს ჰერაკლეა ძვ. წ. 264 წელს

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. For report of Boeotian involvement see Pausanias 5.26.7