სიმონ აბაშიძე
სიმონ (კონსტანტინე) ვლადიმერის ძე აბაშიძე (დ. 1884, საჩხერე — გ. 25 აგვისტო, 1955, თბილისი) — ქართველი ექიმი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1912 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1912–1918 წლებში მუშაობდა რუსეთში; 1918 წლიდან დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ოზურგეთის ერობის მთავარ ექიმად. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიურ კათედრაზე; თბილისის სასწრაფო დახმარების, სოცუზრუნველყოფის, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დაწესებულებებში; 1930 წელს მისი თაოსნობით აგუძერაში გაიხსნა ტუბსანატორიუმი. 1935–1955 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV სამმართველოს ექიმ კონსულტანტი; 1941 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის ერთ–ერთი სამხედრო ჰოსპიტლის ორგანიზაციაში; იქვე განაგებდა განყოფილებას და იყო სამხედრო საექიმო კომიისიის თავმჯდომარე; შეისწავლა ფილტვის აბსცესის მკურნალობა დეჰიდრატაციის მეთოდით; სიგმოიდური კოლინჯის დაავადებისას აღწერა მენჯ–ბარძაყისა და მუხლის სახსრების ერთდროული ტკივილის სიმპტომი და შეიმუშავა ამ დაავადების მკურნალობის მეთოდი; დღესაც აქტუალურია მისი გამოკვლევა, რომელიც მიეძღვნა ქუნთრუშიანი ბავშვების მომვლელი დედების ქუნთრუშით დასნებოვნების ფორმის საკითხებს და სხვა; შვილთან ვლადიმერ აბაშიძესთან ერთად შეადგინა პირველი ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- რუსულ-ლათინურ-ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი (თანაავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1973. - 579გვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 25.