ვლადიმერ აბაშიძე
ვლადიმერ (ლადო) სიმონის ძე აბაშიძე (დ. 24 იანვარი, 1921, თბილისი — გ. 4 დეკემბერი, 1999) — ქართველი ანატომი და სამედიცინო ლექსიკოგრაფი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1981), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1983), საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1995).
ბიოგრაფია
რედაქტირება1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1943–1944 წლებში მუშაობდა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში. 1947–1970 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში. 1959–1968 წლებში იქვე განაგებდა ჰისტოლოგიის განყოფილებას. 1966 წლიდან ქართული ენციკლოპედიის მედიცინისა და ბიოლოგიის რედაქციის გამგეა, ერთდროულად, 1976 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ანატომიის კათედრის პროფესორი. 1966–1972 წლებში ხელმძღვანელობდა პლასტიკური ანატომიის კურსს თსუ ხელოვნების ფაკულტეტზე. შეისწავლის ზურგის ტვინის ნერვული წნულებისა და სიმპათიკური წვეულების შედარებით ანატომიას, ხერხემლიანთა ნაწლავების ინერვაციის თავისებურებებს, მსხვილ ნაწლავში გადანერგილი წვრილი ნაწლავის კედელი განვითარებულ ცვლილებებს, რენტგენის სხივების სხვადასხვა დოზის მოქმედებას ნაწლავზე და სხვა. მამასთან სიმონ აბაშიძესთან ერთად შეადგინა პირველი ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი. სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში, მონაწილეობდა სხვადასხვა საკავშირო („აკადემიადები“, „უნივერსიადა“, „მედიკის“ პირველობა და სხვა) და რესპუბლიკურ შეჯიბრებებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 22.