სილჰაკი (შილჰაკი; კორ. 실학;; სიტყვასიტყვით „რეალურ მეცნიერებათა დაჯგუფება“) — საზოგადოებრივი აზრის მიმდინარეობა კორეაში XVI საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში. ჩამოყალიბდა როგორც კრიტიკული და რეფორმული მიმართულება. სილჰაკის წარმომადგენლები ლიუ ჰიონ ვონი (1622–1673), ლი იკი (1681–1764) და სხვა სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების მომხრენი იყვნენ, ხაზს უსვამდნენ ცხოვრებასთან დაკავშირებულ რეალურ მეცნიერულ განვითარების აუცილებლობას, მხარს უჭერდნენ მოწინავე მეცნიერული ცოდნის გავრცელებას ქვეყანაში.[1]

სირჰაკფხის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი პაკ ჩი ვონი.

სილჰაკის მეცნიერებისა და ფილოსოფოსების მთავარი დევიზი იყო რეალური საგნების შესწავლა. ლიუ ჰიონ ვონი იყო სილჰაკის პირველი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, ხოლო მისმა მემკვიდრემ ლი იკმა კორეაში გაავრცელა ევროპული საბუმებისმეტყველო მეცნიერებები.[2]

გამოჩენილმა სილჰაკის წევრმა პაკ ჩი ვონმა (1737–1805) ხელი შეუწყო „პრაქტიკული ცოდნის“ განხორციელებას ცხოვრებაში. სილჰაკის იდეების ცნობილი წარმომადგენელი იყო აგრეთვე ჩოკ იან ეკი (1762–1836) — გეოგრაფიის, ისტორიის, ასტრონომიის, მათემატიკისა და მედიცინის შესანიშნავი მცოდნე.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • История Кореи, т. 1, М., 1974, с. 248-49, 287—94;
  • Чон Чин Сок, Чон Сон Чхоль, Ким Чхан Вон, История корейской философии, пер. с кор., т. 1, М., 1966, с. 205—91.
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 388.
  2. 2.0 2.1 მოკლე სალიტერატურო ენციკლოპედია. ფუნდამენტური ელექტრონული ბიბლიოთეკა (რუსული)