სილოვან ნარიმანიძე

სილოვან ნარიმანიძე (დ. 15 მარტი, 1925, მაღრაანი, ახმეტის რაიონი — გ. 13 აგვისტო, 2007) — ქართველი მწერალი. მწერალთა ასოციაცია „მწერალი“-ს თავჯდომარე. გამომცემლობა „მწერალი“-ს დირექტორი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1953-1974 წლებში იყო გაზეთ „სამგორის“ რედაქტორი. 1974 წლიდან კი გამომცემლობა „მერანის“ დირექტორის მოადგილე. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1955 წელს, პირველი პოეტური კრებული „როცა იღვიძებენ ტყეები“ კი 1958 წელს. მას ეკუთვნის ლექსებისა და პოემების, ნოველებისა და პუბლიცისტური წერილების კრებულები, მათ შორის აღსანიშნავია „ნისლებზე მაღლა“, „მაისის საღამო“ (1971), „დიდ სიჩუმეში“ (1972), „ის მწვერვალები“ (1976), „შორეული დღე“ (1977), „ფიქრო, მე რომ გითვალთვალე“ (1977), „მზის სიახლოვეს“ (1980) და სხვა. თავის შემოქმედებაში ძირითადად იყენებს ვერლიბრს, რომლის ჩარჩოებშიც ამუშავებს ქართული პოეზიის კლასიკურ თემებს - მამულის სიყვარულს, მშობელი ქვეყნის პეიზაჟს, უმღერის მაღალი კაცობისა და მოქალაქეობის იდეალებს. იგი არის 30–მდე პოეტური, პროზაული, პუბლიცისტური და პოეტური თარგმანების ავტორი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ, უნგრულ, ბულგარულ, ესპანურ და სომხურ ენებზე.

ჯილდოები რედაქტირება

  • 1997 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • გახსოვარ კიდევ? : ლექსები, თბ., ეროვნული მწერლობა, 2007, გვ. 224 ISBN 978-99940-68-20-3
  • ჩემს შემდეგ : ლექსთა კრებული, თბ., 2001, გვ. 232
  • ერთტომეული, თბ., 1996, გვ. 464
  • ფერადი ფოთლები : თარგმანები. ლექსთა კრებული, თბ., 1992, გვ. 216
  • მდუმარე სამრეკლოები, თბ., 1991, გვ. 200
  • გედების გადაფრენა : ლექსები, პოემები, თბ., საქართველო, 1991, გვ. 412
  • ბალადა ღამეული მგზავრისა : ლექსები, თბ., 1990, გვ. 163
  • თეთრი ღრუბლები : ლექსები, თბ., 1986, გვ. 255
  • ფიქრი მოგზაური : ლექსები და პოემები, თბ., 1983, გვ. 167
  • ალაზანს გადავდიოდით : ლექსები, თბ., ნაკადული, 1982, გვ. 46
  • მზის სიახლოვეს : ლექსები, თბ., საბჭოთა საქართველო, 1980, გვ. 229
  • შორეული დღე : ლექსები და პოემები, თბ., მერანი, 1979, გვ. 156
  • ფიქრო, მე რომ გითვალთვალე : ნარკვევები, წერილები, ჩანახატები, თბ., მერანი, 1977, გვ. 231
  • ის მწვერვალები : ლექსები, თბ., მერანი, 1976, გვ. 371
  • დიდ სიჩუმეში, თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1972, გვ. 282
  • მაისის საღამო, თბ., მერანი, 1971, გვ. 179
  • იხმაურე მდინარევ : ლექსები, ციკლები: კიდით კიდემდე; მეომრის ბალადა; შენი სინაზე; ამ ვრცელ ბაღნარში, თბ., საბჭოთა საქართველო, 1965, გვ. 128
  • ნისლებზე მაღლა : ლექსები, თბ., 1962, გვ. 95
  • როცა იღვიძებენ ტყეები : კრებული. ლექსები, თბ., 1957, გვ. 115

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7, თბ., 1984, გვ. 320
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 2, თბ., 1997, გვ.76

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება