სილის რეგიონი
სილის რეგიონი (ფრანგ. Sila, არაბ. منطقة سيلا) — ჩადის რეგიონი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი გოზ-ბეიდა. ფართობი — 37 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 289 776 ადამიანს.[1][2][3][4]
რეგიონი | |
---|---|
სილის რეგიონი ფრანგ. Sila არაბ. منطقة سيلا | |
ქვეყანა | ჩადი |
ადმ. ცენტრი | Goz Beïda |
შიდა დაყოფა | Djourf Al Ahmar Department და Kimiti |
კოორდინატები | 12°13′25″ ჩ. გ. 21°24′52″ ა. გ. / 12.22361° ჩ. გ. 21.41444° ა. გ. |
დაარსდა | 2008 |
ფართობი | 37 000 კმ² |
მოსახლეობა | 289 776 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 7,83 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
გეოგრაფია
რედაქტირებასილის რეგიონი მდებარეობს ჩადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით რეგიონს ესაზღვრება უადაის და ბათის რეგიონები, დასავლეთით გერის რეგიონი, სამხრეთით სალამატის რეგიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთით რეგიონზე გადის სახელმწიფო საზღვარი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან, აღმოსავლეთით სუდანთან.
ისტორია
რედაქტირებასილის რეგიონი შეიქმნა 2008 წლის 19 თებერვალს უადაის რეგიონისგან.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით სილის რეგიონი იყოფა 2 დეპარტამენტად — კიმიტი (შედგება 7 ქვეპრეფექტურისაგან) და ჯურფ-ალ-აჰმარი (3 ქვეპრეფექტურისაგან).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-05.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (geohive-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-05.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation-2009)
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (statoids-2009)