ბათის რეგიონი
ბათის რეგიონი (ფრანგ. Batha, არაბ. منطقة البطحة) — ჩადის რეგიონი. სახელი დაერქვა რეგიონში დიდი მდინარე ბათის გამო, რომელიც მიედინება რეგიონის სამხრეთ ნაწილში. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ატი. რეგიონის მეორე დიდი ქალაქია უმ-ჰაჯერი.
რეგიონი | |
---|---|
ბათის რეგიონი ფრანგ. Batha არაბ. منطقة البطحة | |
ქვეყანა | ჩადი |
ადმ. ცენტრი | Ati |
შიდა დაყოფა | Batha Ouest, Batha Est და Fitri Department |
კოორდინატები | 13°12′50″ ჩ. გ. 18°20′10″ ა. გ. / 13.21389° ჩ. გ. 18.33611° ა. გ. |
ფართობი | 88 000 კმ² |
მოსახლეობა | 527 031 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 5,99 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
გეოგრაფია
რედაქტირებაბათის რეგიონი მდებარეობს ჩადის ცენტრში. ჩრდილოეთით ის ესაზღვრება ბორკუს რეგიონს, აღმოსავლეთით — უადი-ფირას და უადაის რეგიონებს, დასავლეთით — ბაჰრ-ელ-გაზელის რეგიონს, სამხრეთით — ჰაჯერ-ლამისის და გერის რეგიონებს. მისი ფართობი შეადგენს 88 000 კმ²-ს.
ბუნებრივ-კლიმატური მდგომარეობით რეგიონი მდებარეობს საჰელის ზონაში.
მოსახლეობა
რედაქტირება1993 წელს ბათის რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 288 074 ადამიანს, მათ შორის 44 064 ადამიანი იყო მომთაბარე. მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 527 031 ადამიანს.[1][2][3][4] მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 5,99 ად./კმ². მთელი მოსახლეობის მესამედს შეადგენენ ჩადის არაბები, დანარჩენები — ნეგროიდული ხალხი: ბილალა (18 %), კუკა (16 %), მასალიტი და მესმეჯე (6-6 %).
რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით ბათის რეგიონის მოსახლეობის რაოდენობის დიდი უმრავლესობა — მუსლიმებია.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაბათის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად — აღმოსავლეთი ბათა (შედგება 4 ქვეპრეფექტურისაგან), დასავლეთი ბათა (4 ქვეპრეფექტურა) და ფიტრი (2 ქვეპრეფექტურა).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-02.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (geohive-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-02.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation-2009)
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (statoids-2009)