ბაჰრ-ელ-გაზელის რეგიონი

ბაჰრ-ელ-გაზელის რეგიონი (ფრანგ. Barh El Gazel, არაბ. منطقة بحر الغزال) — ჩადის რეგიონი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მუსორო. ფართობი — 53 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 260 865 ადამიანს.[1][2][3][4].

რეგიონი
ბაჰრ-ელ-გაზელის რეგიონი
ფრანგ. Barh El Gazel
არაბ. منطقة بحر الغزال
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Moussoro
შიდა დაყოფა Barh El Gazel Sud და Bahr el Gazel Nord
კოორდინატები 13°38′35″ ჩ. გ. 16°29′31″ ა. გ. / 13.64306° ჩ. გ. 16.49194° ა. გ. / 13.64306; 16.49194
დაარსდა 2008
ფართობი 53 000 კმ²
მოსახლეობა 260 865 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 4,92 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია

რედაქტირება

ბაჰრ-ელ-გაზელის რეგიონი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ბორკუს რეგიონი, აღმოსავლეთით ბათის რეგიონი, სამხრეთით ჰაჯერ-ლამისის რეგიონი, დასავლეთით კანემის რეგიონი.

შეიქმნა 2008 წლის 19 თებერვალს ადრე არსებული კანემის რეგიონის საფუძველზე.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ბაჰრ-ელ-გაზელის რეგიონი იყოფა 2 დეპარტამენტად, ჩრდილოეთი ბაჰრ-ელ-გაზელი (შედგება 3 ქვეპრეფექტურისაგან: სალალი, მაჯურა და დურგულანგა.) და სამხრეთი ბაჰრ-ელ-გაზელი (4 ქვეპრეფექტურისაგან: მუსორო, მიშემირე, შადრა და ამსილეპი).