სილიბისტრო ლომჯარია
სილიბისტრო შევარდენის ძე ლომჯარია (დ. 1875, სოფელი ჭანიეთი, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 23 ივნისი (5 ივლისი), 1903) — ქართველი რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში.
ბიოგრაფია
რედაქტირება1901 წელს შევიდა მუშათა სოციალ-დემოკრატიულ წრეში. 1901 წლის 31 დეკემბერს ბათუმში ლომჯარიას ბინაზე ი. სტალინის ხელმძღვანელობით შეიქმნა ბათუმის სოციალ-დემოკრატთა ჯგუფი. ლომჯარიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო როტშილდის ქარხნის მუშათა 1902 წლის გაფიცვასა და ბათუმის მუშათა 9 მარტის დემონსტრაციაში, რის გამოც დააპატიმრეს. 2 ივნისს გაათავისუფლეს და პოლიციის განსაკუთრებული ზედამხედველობა დაუწესეს. როტშილდის ქარხანაში ლომჯარია კვლავ განაგრძობდა რევოლუციურ მოღვაწეობას. 1903 წლის 22 ივნისს სასიკვდილოდ დაჭრეს. ცნობა ლომჯარიას დღუპვისა და დაკრძალვის შესახებ დაიბეჭდა ლენინურ „ისკრაში“ (1903 წლის 1 აგვისტო №5).
ლიტერატურა
რედაქტირება- გეგეშიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 288.