ვიტორიო დე სიკა

(გადამისამართდა გვერდიდან სიკა, ვიტორიო დე)

ვიტორიო დე სიკა (დ. 7 ივლისი, 1901 — გ. 13 ნოემბერი, 1974) — იტალიელი ნეორეალისტი კინორეჟისორი და მსახიობი.

ვიტორიო დე სიკა
დაბადების თარიღი 7 ივლისი, 1901
სორა, იტალია
გარდაცვალების თარიღი 13 ნოემბერი, 1974
პარიზი
საქმიანობა კინორეჟისორი
აქტიური 1917-1974
ჯილდოები ოქროს პალმის რტო
1951 — სასწაული მილანში

მის მიერ გადაღებული ოთხი ფილმი გახდა ოსკარის ლაურეატი: „ფეხსაცმელების მწმენდავი“ და „ველოსიპედების გამტაცებლები“ დაჯილდოვდა სპეციალური ოსკარით, ხოლო ფილმებმა „გუშინ, დღეს და ხვალ“ და „ფინცი-კონტინის ბაღი“ მოიპოვა ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. როგორც მსახიობი, ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის მეორეხარისხოვან როლში, ფილმიდან „მშვიდობით, იარაღო!“ (1957).[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვიტორიო დე სიკა დაიბადა 1901 7 ივლისს, სორაში (ლაციოს რეგიონი), რომთან, უკიდურესად ხელმოკლე ოჯახში. ბავშვობა გაატარა ნეაპოლში. 1918 სწორედ აქ შედგა მისი დებიუტი კინოში: ფილმში „Il processo Clemenceau“ მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა. 1932 წელს ითამაშა მარიო კამერინის ფილმში „Gli uomini, che mascalzoni!“, რომელიც ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა, ვიტორიო დე სიკა კინოვარსკვლავად გადაიქცა.

თეატრალური მსახიობის კარიერა დაიწყო ადრეულ 1920-იანებში. 1923 წელს შეუერთდა ტატიანა პავლოვას თეატრალურ დასს. 1933 წელს საკუთარ სამსახიობო კომპანიას ქმნის მეუღლე ჯუდიტა რისონესა და სერჯიო ტოფანოსთან ერთად. დასი ძირითადად მსუბუქ კომედიებს თამაშობდა, თუმცა გარკვეული პერიოდი ისინი ასევე მუშაობდნენ სახელგანთქმულ რეჟისორთან ლუკინო ვისკონტისთან.

მისი შეხვედრა ჩეზარე ძავატინისთან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო: მათ ერთად დაწერეს რამდენიმე შემდგომში ყველაზე განთქმული ნეორეალისტური ხანის ფილმების სცენარები, მათ შორის „ფეხსაცმლის მწმენდავი“ (Sciuscià, 1946) და „ველოსიპედების გამტაცებლები“ (Ladri di biciclette, 1948). პუბლიკამ ყველაზე უკეთ მიიღო მისი „ჩოჩარა“ (La Ciociara, 1961): სოფია ლორენმა ამ ფილმში მთავარი როლისთვის ოსკარი დაიმსახურა და კრიტიკოსები მას საყოველთაოდ კლასიკად აღიარებენ.

გარდაიცვალა პარიზში 1974 წლის 13 ნოემბერს.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება