სიერა-ნევადის ეროვნული პარკი (ვენესუელა)

სიერა-ნევადის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Sierra Nevada) — ეროვნული პარკი ვენესუელის დასავლეთ ნაწილში, მერიდისა და ბარინასის შტატებს შორის. შეიქმნა 1952 წლის 2 მაისს, პრეზიდენტ გერმან სუარეს ფლამერიჩის დეკრეტით, ანდურ კორდილიერაში მდებარე სიერა-ნევადა-დე-მერიდის დაცვის მიზნით. ამ დროისათვის ის ქვეყნის მეორე ეროვნული პარკი იყო ანრი-პიტიეს შემდეგ. ფართობი შეადგენს 2764,46 კმ²-ს.

სიერა-ნევადის ეროვნული პარკი

Parque Nacional Sierra Nevada

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
სიერა-ნევადის ეროვნული პარკი
მდებარეობა ვენესუელის დროშა ვენესუელა
უახლოესი ქალაქი მერიდა
კოორდინატები 8°34′11″ ს. გ. 70°50′23″ დ. გ. / 8.56972° ს. გ. 70.83972° დ. გ. / -8.56972; -70.83972
ფართობი 2764,46 კმ²
დაარსდა 1952

პარკი ვენესუელის უდიდესი ეკოლოგიური მნიშვნელობის არეალს მოიცავს, იცავს უმაღლეს ეკოსისტემას. აქვე განლაგებულია ქვეყნის ყველაზე მაღალი მთიანეთი (ანდები), სადაც მდებარეობს ვენესუელის უმაღლესი მწვერვალი ბოლივარის პიკი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება