სიენი
სიენი — ძველი ქართული პროვინციის დაიაენის (ტაო) მეფე (ძვ. წ. XII ს. მიწურული), ევფრატის სათავეებთან არსებული ქვეყნების კოალიციის მეთაური. აცნობიერებდა რა აღნიშნული მხარეების პერსპექტიულ უპირატესობას, მათ ასურეთი უპირისპირდებოდა. ასურეთის მეფემ ტიგლათფილესერ I-მა ძვ. წ. 1112 წ. დაამარცხა სიენი, შეიპყრო იგი და თან წაიყვანა თავის ქვეყანაში (ქალაქ ასურში). შემდგომ ტიგლათფილესერმა შეიწყნარა სიენი და უკანვე დააბრუნა მორჩილების პირობით.
სიენის შესახებ საუბარია თვით ტიგლათფილესერის წარწერაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. მელიქიშვილი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970
- მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნსაცავის განყოფილება, K 281.358/3, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, გვ. 7. ISBN 99928-58-36-2.
- მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 327.