სიდონის ციხესიმაგრე (არაბ. قلعة صيدا البحرية) — ჯვაროსანთა მიერ აგებული ციხესიმაგრე წმინდა მიწაზე. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური უბანი ლიბანის საპორტო ქალაქ სიდონში.

სიდონის ციხესიმაგრე
მდებარეობა სიდონი, ლიბანის დროშა ლიბანი
სტატუსი დანგრეული
ფუნქციური სტატუსი ციხესიმაგრე
ისტორია
თარიღდება XIII საუკუნე
სიდონის ციხესიმაგრე — ლიბანი
სიდონის ციხესიმაგრე
სიდონის ციხესიმაგრე ვიკისაწყობში

ქალაქი სიდონი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ლიბანში. ეს უძველესი ფინიკიური ქალაქი დიდ რელიგიურ, პოლიტიკურ და კომერციულ ღირებულებას წარმოადგენდა, იქ სამოსახლოები გაჩნდა დაახლ. ძვ. წ. 4000 წელს. მე -13 საუკუნეში ჯვაროსანებმა სიდონის ციხე ააშენეს პატარა კუნძულზე, რომელიც დაკავშირებული იყო ხმელეთთან 80 მეტრის სიგრძის გზით. კუნძულზე მდებარეობდა მელკართის ტაძარი, რომელიც ჰერაკლეს ფინიკიურ ანალოგს წარმოადგენდა. ეს ტაძარი რამდენიმეჯერ დაზიანდა და ხელახლა აშენდა. ციხესიმაგრე ცოტაოდენ დაზიანდა მას შემდეგ, რაც ქალაქი მამლუქებმა დაიპყრეს, მაგრამ იგი მალევე აღდგა — მას დაემატა გრძელი მიწაყრილი. მომდევნო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ციხესიმაგრე გამოუყენებელი იყო, მაგრამ XVII საუკუნეში იგი აღადგინა ფახრ ად-დინ II-მ.[1]

არსებობს შესაძლებლობა, რომ კუნძული, რომელზეც ციხე აშენდა, სინამდვილეში ფინიკიის მეფის სასახლისა და რამდენიმე სხვა ფინიკიური მონუმენტის ადგილმდებარეობა იყო, რომელიც დაინგრა ასარხადონის და შემდეგ ბუნებრივი მიწისძვრების მიერ.[2] ეს კუნძული ასევე იყო თავშესაფარი ქალაქზე თავდასხმების დროს.[3] დიდი სიდონი, მცირე სიდონი, საძოვრები, ცისტერნები და ფორტიფიკაციები აღწერილია ასურეთის მეფე სინახერიბის ლაშქრობების დროს.[2]

დღეს ციხესიმაგრე შედგება უპირველეს ყოვლისა ორი კოშკისგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება კედლით. გარე კედლებში გამოყენებულია რომაული სვეტები, რომლებიც ჰორიზონტალური გაძლიერების მიზნით გამოიყენებოდა. ისინი ძველი რომაული ძეგლების ან მის მახლობლად მდებარე ნაგებობებში ხშირად ჩანან. მართკუთხა დასავლეთი კოშკი, რომელიც შესასვლელიდან მარცხნივ მდებარეობს უკეთესადაა შემონახული ვიდრე მეორე კოშკი. ციხესიმაგრეში არის დიდი კამაროვანი ოთახი, რომელიც დაინგრა ზარბაზნებისგან. გრაგნილი კიბეები მიემართებიან სახურავზე, სადაც პატარა, გუმბათოვანი ოსმალეთის ეპოქის მეჩეთია. სახურავიდან ჩანს ხედი ძველი ქალაქის და თევზსაჭერისა. აღმოსავლეთის კოშკი არ არის კარგად შემონახული და აშენდა ორ ეტაპად; ქვედა ნაწილი თარიღდება ჯვაროსანთა, ხოლო ზედა მამლუქთა ეპოქით. ციხესიმაგრის გარშემო, ზღვის ქვეშ აღმოჩენილია ძველი ფინიკიური ქალაქის ნაშთები: კედლები, სვეტები, ქვაფენილები, ნაგებობების ნაშთები, ქანდაკებები და ცისტერნები.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Sidon (Pamphlet), Ministry of Tourism of Lebanon, Arab Printing Press, 2009
  • Sea Castle. Lonely Planet Review for sea castle. Lonely Planet
  • Sidon.Discover Lebanon. Lebanon Guide.
  • Sidon in History. Old engraving of Saida and the Sea-Castle. Al-Mashriq.
  • Sidon. Amenagement et urbanisme. Culture and Heritage Report.p 9.2

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. MiddeEast Interactive U.S.A.1995-2011.http://www.middleeast.com/sidon.htm
  2. 2.0 2.1 2.2 Young, P. (2000), Historic cities beneath the sea? Middle East, p. 46-47. Retrieved from http://search.proquest.com/docview/220625497
  3. Almashriq. Retrieved from: http://almashriq.hiof.no/lebanon/900/910/919/saida1/history.html