Sigur Rós

(გადამისამართდა გვერდიდან სიგურ როსი)

Sigur Rós (ისლანდიური წარმოთქმა:  ( მოსმენა) — ჯგუფი რეიკიავიკიდან (ისლანდია), რომელიც ასრულებს ემბიენტისა და პოსტ-როკის ელემენტების მქონე მუსიკალურ კომპოზიციებს.

Sigur Rós

ჯგუფის გამოსვლა 2013 წელს.
ბიოგრაფია
წარმოშობა რეიკიავიკი, ისლანდია
ჟანრ(ებ)ი პოსტ-როკი
აქტიური 1994–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Fat Cat, Geffen, EMI, XL, Smekkleysa
წევრები იოუნ სოურ ბირგისონი
გეორგ ჰოულმი
ორი პაუთლ დირასონი
ყოფილი წევრები აუგუსტ გუნარსონი
ქიარტან სვეინსონი
საიტი sigur-ros.co.uk
Sigur Rós ვიკისაწყობში

Von (1997) და Von brigði (1998)

რედაქტირება

იოუნ სოურ ბირგისონი, გეორგ ჰოულმი და აუგუსტ გუნარსონის მიერ კოლექტივი ჩამოყალიბდა რეიკიავიკში, 1994 წლის აგვისტოში.

ჯგუფის სახელი მომდინარეობს იოუნსის უმცროსი დის, სიგურროსის სახელიდან. ეს სახელი აღნიშნავს „გამარჯვების ვარდს“. გოგონა დაიბადა სწორედ იმ დღეს, როდესაც ბიჭებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი. მათ მოიპოვეს კონტრაქტი ლეიბლთან Bad Taste და, 1997 წელს გამოსცეს პირველი ალბომი Von (ისლ.:იმედი). 1998 წელს ჯგუფს შეუერთდა კიარტან სვეინსონი (კლავიშები). იგი ჯგუფის ერთადერთი წევრია, რომელსაც მუსიკალური განათლება და წარსული ჰქონდა. მას ეკუთვნის კოლექტივის კომპოზიციების ორკესტრირება.

საერთაშორისო წარმატება Sigur Rós-მა მოიპოვა 1999 წლის სტუდიური დისკით Ágætis byrjun (ისლ.:კარგი დასაწყისი). ალბომის წარმატება შემდეგ წლებშიც გაგრძელდა. კრიტიკოსებმა მას უწოდეს ყველა დროის საუკეთესო ალბომი. გარკვეულწილად, წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა კომპოზიციამ "Njósnavélin", რომელიც მოხვდა ფილმში „ვანილის ცა“.

2001 წელს ჯგუფმა მოსინჯა ახალი სტუდია ისლანდიელ მეთევზესთან ეინდორ ანდერსენთან ერთად EP დისკის ჩაწერით. დისკში შეტანილი იქნა ექვსი სიმღერა, სადაც ანდერსენი ისლანდიური პოეზიის ნაწყვეტებს კითხულობს. ჯგუფი მასთან ერთად სამ სიმღერაში უკრავს. 2001 წლის გაზაფხულის ტურის დროს დისკი იყიდებოდა და მალე იშვიათ მასალად იქცა, რადგანაც სულ გამოიცა მისი 1000 ასლი.

აგუსტმა ჯგუფი დატოვა ალბომის Ágætis byrjun ჩაწერის შემდეგ. მას ჩაენაცვლა ორი დირასონი. 2002 წელს გამოვიდა კოლექტივის ალბომი ( ). მიუხედავად იმისა, რომ მასში შეტანილი კომპოზიციები უსათაურო იყო, ჯგუფმა საკუთარ საიტზე ისინი მაინც გამოაქვეყნა.

ალბომის კომპოზიციები სრულდება ენაზე Vonlenska, რომელიც ისლანდიურ ენას ჰგავს.

Radiohead-ის მუსიკოსებთან ერთად Sigur Rós 2003 წელს მუშაობდა მერს კანინგემის Split Sides-ზე. Sigur Rós-ის სამი კომპოზიცია გამოვიდა 2004 წლის მარტში, ხოლო Radiohead-ის დღემდე გამოუცემელია. Sigur Rós-ის 1997 წლის ალბომი Von ბრიტანეთმა 2004 წელს გაიცნო.

 
ჯგუფი ჰონგ კონგში 2006 წლის 7 აპრილს

კოლექტივის მეოთხე ალბომი Takk... (ქართ: მადლობა...) გამოვიდა 2005 წლის სექტემბერში. 2006 წლის ივლისში ამას მოჰყვა EP დისკი Sæglópur. ევროპასა და აშშ-ში ჩატარდა მასშტაბური საკონცერტო ტურნე. მშობლიურ ისლანდიაში ჯგუფი მოულოდნელად გამოდიოდა სხვადასხვა უცნაურ ადგილას, როგორც იყო მიტოვებული საწყობები ან ყავის მაღაზიები. ვიდეოჩანაწერები ამ გამოსვლებიდან შეტანილი იქნა 2007 წლის დოკუმენტურ ფილმში Heima.

Heima და Hvarf-Heim (2007)

რედაქტირება
 
ჯგუფი ფილმის Heima პრემიერის წინ

2007 წლის აგვისტოში გამოიცა ფილმის Hlemmur საუნდტრეკის შეზღუდული გამოცემა. დისკი სახელწოდებით Hvarf-Heim გამოვიდა ნოემბერში. ეს არის ორმაგი კრებული, სადაც შეტანილია როგორც მანამდე ცნობილი სიმღერების აკუსტიკური ვერსიები, ასევე ახალი კომპოზიციები. 20 ნოემბერს გამოვიდა ფილმი Heima, DVD დისკის სახით. ეს ჩანაწერი ასახავს ჯგუფის წინა წლის საკონცერტო ტურს ისლანდიაში. 29 ნოემბერს გაყიდვაში გამოჩნდა Hljómalind, ახალი სინგლი.

Með suð í eyrum við spilum endalaust (2008)

რედაქტირება

2008 წელს გამოვიდა ჯგუფის მეხუთე ალბომი Með suð í eyrum við spilum endalaust, ჩაწერილი პროდიუსერ ფლუდთან ერთად.[1] ძირითადად იგი პოზიტიურად იქნა შეფასებული, მიუხედავად მასში არსებული სტილისტური ცვლილებებნისა[2]. კოლექტივი ისტორიაში "All Alright" არის პირველი კომპოზიცია, შესრულებული ინგლისურ ენაზე.

დისკის გამოცემას ასევე ახლდა 2008 წლის წარმატებული საკონცერტო ტურნე.

2010 წლის 29 იანვარს ჯგუფის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ Sigur Rós დროებით წყვეტს შემოქმედებით საქმიანობას. თუმცა, 2009 წლის მაისში მისგან ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა მუშაობა მეექვსე სტუდიურ ალბომზე. სინამდვილეში, ყველაფერი რაც ჩაიწერა, არც ერთ მუსიკოსს მოსწონდა. ამას დაემატა იონსი ბირგისონის სოლო-კარიერის დაწყება, რამაც დისკის გამოცემა საბოლოოდ შეაფერხა. საბოლოოდ ალბომი 2012 წლის 23 მაისს გამოიცა, სათაურით Valtari.

ქიარტან სვეინსონმა მოგვიანებით ჯგუფი დატოვა და კოლექტივმა ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი ამიერიდან ტრიოს სახით გამოვიდოდა.

2013-დღემდე: Kveikur

რედაქტირება

2013 წლის 22 მარტს ჯგუფისგან ცნობილი გახდა მეშვიდე ალბომ Kveikur-ის გამოცემის შესახებ. იმავე დღეს გამოვიდა პირველი სინგლი "Brennisteinn." ალბომი საბოლოოდ გამოიცა 14 ივნისს (2 დღით ადრე იგი იაპონიაში, ხოლო 4 დღით გვიან - აშშ გამოვიდა). როგორც მუსიკალურად, ასევე თემატურად ეს ჯგუფისთვის ცვლილება იყო, უფრო აგრესიული ჟღერადობით, ვიდრე წინა ალბომებზე. კრიტიკოსებმა იგი დადებითად მიიღეს. Metacritic-ზე ალბომს 80 ქულა მიენიჭა,[3] რამდენიმე მიმოხილველმა ჯგუფის ახალი მიმართულება მოიწონა, ისევე, როგორც ნაკლები კომერციულობა.[4][5] ჯგუფმა ალბომის გამოსვლა აღნიშნა ახალი ტურნეთი, ინტერაქტიული მუსიკალური ექსპერიმენტით, რომელიც მდგომარეობდა კონცერტის ცოცხალ ეთერში გადაცემაში - თავად მოყვარულების მიერ, რომლებიც კამერას აკონტროლებდნენ.[6] 2013 წლის 2 სექტემბერს ჯგუფი iTunes-ის ფესტივალზე გამოვიდა.[7]

2013 წლის 18 მაისს „სიმფსონების“ ეპიზოდში "The Saga of Carl" გაიჟღერა ჯგუფის ორიგინალურმა მუსიკამ და სიმფსონების თემის მათ მიერ არანჟირებულმა ვარიანტმა. ჯგუფის წევრები აგრეთვე გამოჩნდნენ სერიალის მოკლე სცენაში.[8] 2013 წლის 10 სექტემბერს ცნობილი გახდა მათ მონაწილეობაზე HBO-ს სერიალის „სატახტოთა თამაში“ მომავალი, მეოთხე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში.[9]

Vonlenska არის ისლანდიური ენის ჟღერადობის მსგავსი ენა[10], რომელსაც ჯგუფი საკუთარ სიმღერებში იყენებს.

შემადგენლობა

რედაქტირება
  • იოუნ სოურ პირკისონი (Jón Þór Birgisson) - ვოკალი, გიტარა
  • გეორგ ჰოულმი (Georg Hólm) - ბას გიტარა
  • ქიარტან სვეინსონი (Kjartan Sveinsson) - კლავიშები, გიტარა
  • ორი პაუთლ ტირასონი (Orri Páll Dýrason) - დასარტყმელი საკრავები

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „Sigur Ros to work with producer“. NME. 15 November 2007. p. 1. ციტირების თარიღი: 2008-01-29. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. Sigur Rós to play Roskilde Festival. Indie Laundry — danish/icelandic musicblog mp3. ციტირების თარიღი: 2008-03-29.
  3. http://www.metacritic.com/music/kveikur/sigur-ros/critic-reviews
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-17. ციტირების თარიღი: 2013-09-12.
  5. http://www.nme.com/reviews/sigur-ros/14519
  6. http://sigur-ros.co.uk/kveikurlive360/
  7. http://www.sigur-ros.co.uk/tour/2013/20130902-london/
  8. http://www.sigur-ros.co.uk/news/2013/sigur-ros-scores-an-upcoming-episode-of-the-simpsons/
  9. http://pitchfork.com/news/52226-sigur-ros-to-appear-on-game-of-thrones/
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-25. ციტირების თარიღი: 2012-05-25.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Sigur_Rós&oldid=4621280“-დან