სვიმონის ხატი
სვიმონის ხატი — ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეწენწურების სამხრეთით, 0,5 კილომეტრზე, სკინტლიანთ გორაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,7 x 3,45 მეტრი), უაფსიდო. ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია შენობის კედლების უმეტესი ნაწილი, ჩამონგრეულია გადახურვა. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში შესასვლელია, აღმოსავლეთ კედლის ღერძზე — სწორკუთხა სარკმელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 370.