სვეტი-სტეფანი (მონტენ. Свети Стефан) — საკურორტო დასახლება და კუნძული მონტენეგროში. მდებარეობს ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ბუდვის სანაპიროზე, ქალაქ ბუდვიდან 5 კილომეტრში. ზღვის დონიდან 252 მეტრზე[1], ხოლო მისი ფართობია 12400 მ² (0,0124 კმ²).[2]

დასახლებული პუნქტი
სვეტი-სტეფანი
ქვეყანა მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
კოორდინატები 42°15′22″ ჩ. გ. 18°53′29″ ა. გ. / 42.2561111° ჩ. გ. 18.8913889° ა. გ. / 42.2561111; 18.8913889
ცენტრის სიმაღლე 231 მეტრი
მოსახლეობა 411 (2003)
სატელეფონო კოდი 033
საფოსტო ინდექსი 85 315
ოფიციალური საიტი https://www.aman.com/resorts/aman-sveti-stefan
სვეტი-სტეფანი — მონტენეგრო
სვეტი-სტეფანი

ისტორია რედაქტირება

ისტორიულ დოკუმენტებში პირველად მოიხსენიება 1442 წელს. ოსმალებზე გამარჯვებისა და მათ მიერ მოპარული საქონლის ჩამორთმევის შემდეგ, გადაწყდა, რომ სტეფანე პირველმოწამის პატივისცემის ნიშნად კუნძულზე ეკლესია და ციხე დაედგათ.[3]

თავდაპირველად მეთევზეთა პატარა კუნძული გახდა ვენეციის რესპუბლიკის პერიოდის მთავარი სავაჭრო ცენტრი და სატრანსპორტო კვანძი. XIX საუკუნის დასაწყისში აქ მოითვლიდნენ 100 კომლსა და 400 მაცხოვრებელს.[3] ერთი საუკუნის შემდეგ, ეკონომიკური კრიზისის შედეგად ქალაქის მნიშვნელობა დაეცა. 1955 წელს კუნძულის უკანასკნელი 20 მაცხოვრებელი მატერიკზე გადაასახლეს, კუნძული კი საკურორტო ზონად გამოაცხადეს. კუნძული პოპულარული დასვენების ადგილი გახდა ცნობილი ადამიანებისათვის. სხვადასხვა დროს კუნძულის სტუმრები იყვნენ ბობი ფიშერი, კარლო პონტი, სოფი ლორენი, კლაუდია შიფერი, კირკ დუგლასი, სილვესტერ სტალონე და სხვა.[4]

კუნძულზე მდებარეობს სამი ძველი ეკლესია: წმინდა სტეფანეს ეკლესია (მდებარეობს კუნძულის ყველაზე მაღალ ადგილზე[2]), ალექსანდრე ნეველის ეკლესია და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.

სქოლიო რედაქტირება