სველსაფენი — სამკურნალო პროცედურა, ავადმყოფურ პროცესზე ადგილობრივი ტემპერატურული ან მედიკამენტური ზემოქმედებისათვის. სველსაფენისთვის იყენებენ ცხელ ან ცივ წყალს, მცენარეთა წყლიან გამონაწვლილს ან სამკურნალო ნივთიერებათა ხსნარებს. ამ სითხეებში დასველებული დოლბანდის, სუფთა ტილოს ან სხვა ქსოვილის ნაჭერს, ან კიდევ ჰიგრისკოპულ ბამბას ადებენ სხეულის დაზიანებულ ნაწილზე.

ლიტერატურა

რედაქტირება