სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი — მუზეუმი მესტიაში, საქართველო. დაარსდა 1936 წელს.
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი | |
---|---|
43°02′27″ ჩ. გ. 42°43′35″ ა. გ. / 43.041056° ჩ. გ. 42.726417° ა. გ. | |
დაარსდა | 1936 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | მესტია |
სტატუსი | სახელმწიფო |
ექსპონატი | 4090 |
კლასიფიკაცია | ისტორიული |
ოფიციალური საიტი | http://museum.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=50 |
მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X საუკუნის მაცხოვრის ხატი, XI საუკუნის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII საუკუნის ორმოცი მოწამის ხატი და ჯვარცმის ხატი, ღვთისმშობლის IX—X საუკუნეების ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები — IX—XIV საუკუნეების სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI—XIII საუკუნეების ადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუა საუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.