შპიცბერგენი

(გადამისამართდა გვერდიდან სვალბარდის არქიპელაგი)

შპიცბერგენი იგივე სვალბარდი (ნორვ. Svalbard, რუს. Шпицберген, გერმ. Spitzbergen) — ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მდებარე ფართო პოლარული არქიპელაგი ჩრდილოეთის განედის 76° 26' და 80° 50' და გრინვიჩიდან აღმოსავლეთის გრძედს შორის 10° და 32°. ნორვეგიის სამეფოს ყველაზე ჩრდილოეთი მხარე. ადმინისტრაციული ცენტრი — ლონგირი. არქიპელაგი და მიმდებარე წყლები დემილიტარიზებული ზონაა.

შპიცბერგენი
ნორვ. Svalbard
რუს. Шпицберген
შპიცბერგენი
შპიცბერგენის
შპიცბერგენის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ლონგირი
78°07′ ჩ. გ. 16°54′ ა. გ. / 78.117° ჩ. გ. 16.900° ა. გ. / 78.117; 16.900
ოფიციალური ენა ნორვეგიული, რუსული
რელიგია ლუთერანობა, მართლმადიდებლობა
მთავრობა ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორიები
ფართობი
 -  სულ 61 022 კმ2 
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 2642 
აგი (2007) 0.967 
ვალუტა ნორვეგიული კრონა (NOK)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
Internet TLD .no
სატელეფონო კოდი +47

შპიცბერგენი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაა, სადაც მუდმივი მოსახლეობა ცხოვრობს, რაც 2012 წლის მონაცემებით 2642 ადამიანს შეადგენდა, რომლებიც ქვეყნის ორ ქალაქში არიან გადანაწილებული: ლონგირსა (~2000) და ბარენცბურგში (~500), სხვა დასახლებულ პუნქტებში მუდმივი მოსახლეობა ან არ არის, ან რამდენიმე ადამიანითაა წარმოდგენილი.

ეთნიკური შემადგენლობის მხრივ შპიცპერგენი არაერთეროვანია, ლონგირში ძირითადად ნორვეგიელები (ქვეყნის მოსახლეობის 72 %) და მცირე ოდენობით შვედები, დანიელები, გერმანელები და ტაილანდელები, ხოლო ბარენცბურგში რუსები და რუსულენოვანი უკრაინელები და პოლონელები ცხოვრობენ (საერთო რაოდენობით 449 ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 17 %).

გეოგრაფია

რედაქტირება
 
შპიცბერგენის რუკა

სვალბარდი 1920 წლის ხელშეკრულების თანახმად მოიცავს ყველა იმ კუნძულს, რაც მოქცეულია ჩრდილოეთის განედის 74° და 81° შორის და გრინვიჩიდან აღმოსავლეთის გრძედს 10° და 32° შორის. ეს ტერიტორია 93-ზე მეტ კუნძულს მოიცავს, რომელთა საერთო ფართობი 61 723 კმ²-ია.

ყველაზე მსხვილი კუნძულები:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: