სეტრიდა ჯააჯა
სეტრიდა ტაუკ ჯააჯა (არაბ. ستريدا طوق جعجع, მაისი, 31, 1967, კუმასი); ასევე სიტრიდა ან სტრიდა — ლიბანელი პოლიტიკური აქტივისტი, დეპუტატი პარტიისა „ლიბანის ძალები“ კედრების რევოლუციის აქტიური მონაწილე. სამირ ჯააჯას მეუღლე.[1]
სეტრიდა ჯააჯა | |
---|---|
არაბ. ستريدا جعجع | |
ستريدا جعجع | |
დაბ. სახელი | სეტრიდა ტაუკი |
დაბადების თარიღი | 31 მაისი, 1967 (54 წლის) |
დაბადების ადგილი | კუმასი |
მოქალაქეობა | ლიბანი |
განათლება | ლიბანის ამერიკული უნივერსიტეტი |
რელიგია | ქრისტიანი მარონიტი |
პარტია | ლიბანის ძალები |
ძირითადი იდეები | ლიბანური ნაციონალიზმი, ქრისტიანული დემოკრატია |
მეუღლე/ები | სამირ ჯააჯა |
წარმომავლობა და ქორწინება
რედაქტირებასეტრიდა გამოჩენილი მეწარმე-ინვესტორის ილია ტაუკის ქალიშვილია. მისი მამის ბიზნესი ტრადიციულად დასავლეთ აფრიკას, პირველ რიგში განას უკავშირდებოდა. სეტრიდა დაიბადა ქალაქი კუმასში.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი მუშაობდა მოდელად. სწავლობდა ლიბანის ამერიკულ უნივერსიტეტში. 1994 წელს მან მიიღო ბაკალავრის დიპლომი პოლიტოლოგიაში. მისი პოლიტიკური აქტიურობა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაიწყო.
1991 წელს სეტრიდა ტაუკი დაქორწინდა. მისი მეუღლე სამირ ჯააჯა ფალანგისტური მილიციის მეთაური, ცნობილი მემარჯვენე ქრისტიანი პოლიტიკოსი, პარტია „ლიბანის ძალების“ თავმჯდომარეა. სეტრიდა ქმრის პოლიტიკური თანამოაზრე და თანამებრძოლია.[2][3][4]
რევოლუციონერი აქტივისტი
რედაქტირება1994 წელს სამირ ჯააჯა დააპატიმრა პროსირიულმა ხელისუფლებამ. მას ბრალი დასდეს სამხედრო დანაშაულებებში (ლიბანის სამოქალაქო ომის ერთადერთი მონაწილე, ვისაც სამხედრო დანაშაულების ბრალი წაუყენეს) და მიუსაჯეს უვადო თავისუფლების აღკვეთა. სეტრიდა ჯააჯამ „ ლიბანის ძალების“ თავმჯდომარის მოვალეობა თავის თავზე აიღო. იგი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა სირიის საოკუპაციო რეჟიმს. კომენტატორებმა აღნიშნეს მსგავსება და მეტოქეობა სეტრიდა ჯააჯასა და სოლანჟ ჯემაიელს შორის.
2005 წლის კედრების რევოლუციამ დაასრულა ლიბანის ოკუპაცია. სეტრიდ ჯააჯამ, რომელიც „ლიბანის ძალების“ სათავეში იყო, აქტიური მონაწილეობა მიიღო ანტისრიულ მასობრივ საპროტესტო აქციებში. პარტია შეიყვანა „14 მარტის“ პოლიტიკურ ბლოკში.
ამავე დროს, სეტრიდა ჯააჯამ განაცხადა, რომ პირველი მიზანი მისი ქმრის განთავისუფლება იყო. 2005 წლის 26 ივლისს სამირ ჯააჯა გაათავისუფლეს. იგი დაბრუნდა „ლიბანის ძალების“ თავმჯდომარის პოსტზე.[5][6][7]
პოლიტიკოსი და მოდელი
რედაქტირება2005 წლიდან სეტრიდა ჯააჯა ლიბანის პარლამენტის წევრია. პოლიტიკურად დგას ლიბანური ნაციონალიზმის და ქრისტიანული დემოკრატიის, ანტიისლამისტურ და ანტიკომუნისტურ პოზიციებზე. მტკიცედ უჭერს მხარს სამირ ჯააჯას ყველა საკითხში.
„ლიბანის ძალების“ ოპონენტები აკრიტიკებენ სეტრიდა ჯააჯას მუსლიმებისადმი მკაცრი, მტრული დამოკიდებულების, ჩრდილოვანი პოლიტიკური დაფინანსების სქემების , ასევე ძალის გამოყენების სავარაუდო მხარდაჭერის გამო.
პოლიტიკასთან ერთად, სეტრიდა ჯააჯა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლიბანის საერო ცხოვრებაში, მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებში. ავტორიტეტულ პიროვნებად რჩება "სამოდელო" სფეროში. ქრისტიანული საზოგადოების წრეებში მისი 50 წლის იუბილე ფართოდ აღინიშნა. [8]
2007 წლის ივნისში დეპუტატმა სეტრიდა ჯააჯამ დააფუძნა არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია, Cedar's Mountain Foundation (CMF), რომლის მიზანია ბშარი კაზას მდგრადი განვითარება სხვადასხვა დონეზე (ეკონომიკური, სოციალური, სასოფლო-სამეურნეო, საგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი).[9]
2014 წელს სეტრიდა ჯააჯა შეიყვანეს მსოფლიოს ოცდაათი ყველაზე სექსუალური ქალი პოლიტიკოსების რეიტინგში (27-ე პოზიციაზე, იტალიელ მიქელა ვიტორია-ბრამბილას და უკრაინელ იულია ტიმოშენკოს შორის).[10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Members of the 2009–17 Lebanese Parliament
- ↑ "Top 10 Most Gorgeous and Mesmerizing Female Politicians | GetsMag - Part 5" დაარქივებული 2021-11-08 საიტზე Wayback Machine. . getsmag.com. Retrieved 2021-05-13.
- ↑ Refugees, United Nations High Commissioner for. "Refworld | Lebanon: Treatment of members and supporters of the Lebanese Forces (1994-1998)". Refworld. Retrieved 2021-09-02.
- ↑ Video: Wedding Samir GeaGea & Sethrida GeaGea
- ↑ "Rencontre du Bristol: le 14 mars renouvelle ses engagements et appelle à la mobilisation pour le 14 février დაარქივებული 2021-09-02 საიტზე Wayback Machine. ". rdl.com.lb. Retrieved 2021-09-02.
- ↑ SOBEIRUT. "Nancy Ajram & Assi Hellani at Cedars Festival". Secrets of Beirut - SOBEIRUT. Retrieved 2021-05-11.
- ↑ "20 عاما على "مصالحة الجبل" ومعركة خلاص لبنان من النظام السوري". اندبندنت عربية (არაბ.) 2021-08-02. Retrieved 2021-09-02.
- ↑ بالصور- في عيدها الخمسين… ستريدا جعجع أناقة وجمال დაარქივებული 2021-11-08 საიტზე Wayback Machine. (არაბ.)
- ↑ Lazkani·Maronites·July 18, Souad; 2020 (2020-07-18). "Heritage Sites In Qadisha Valley Will Now Be Restored". The961. Retrieved 2021-09-07.
- ↑ Sethrida Geagea among 30 hottest female politicians 2014[მკვდარი ბმული]