სესილია პეინ-გაპოშკინი

სესილია ჰელენა პეინ-გაპოშკინი (ინგლ. Cecilia Helena Payne-Gaposchkin ; დ. 10 მაისი, 1900, უენდოვერი, ბაკინგემშირი — გ. 7 დეკემბერი, 1979, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი) — ამერიკელი ასტრონომი, ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი (1936). [13]

სესილია პეინ-გაპოშკინი
ინგლ. Cecilia Payne-Gaposchkin
დაბ. თარიღი 10 მაისი, 1900(1900-05-10)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი Wendover[4]
გარდ. თარიღი 7 დეკემბერი, 1979(1979-12-07)[1] [2] [3] [5] (79 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[5]
დასაფლავებულია Pine Hill Cemetery[6]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
 აშშ[7]
საქმიანობა ასტრონომი, უნივერსიტეტის პროფესორი და ასტროფიზიკოსი[8]
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორია[8] და Smithsonian Astrophysical Observatory[9]
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი[5] [10] , რედკლიფის კოლეჯი[4] [10] , St Paul's Girls' School[4] [10] , ნიუნჰემის კოლეჯი[4] [10] და კემბრიჯის უნივერსიტეტი
მეუღლე Sergei Gaposchkin[4]
მამა Edward John Payne[4]
ნათესავ(ებ)ი Dilys Powell და M. Cecilia Gaposchkin
ჯილდოები ჰენრი ნორის რასელის პრემია[11] , ენი კენონის ჯილდო ასტრონომიაში[12] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[10] და Rittenhouse Medal[10]
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

სესილია ჰელენა პეინი დაიბადა ვენდოვერში, ბუკინგემშირში, ინგლისში, ემა ლეონორა ჰელენას და ედვარდ ჯონ პეინის — ლონდონელი იურისტის, ისტორიკოსის და მუსიკოსის ოჯახში. დედა პრუსიული ოჯახიდან იყო. მას ჰყავდა ორი გამოჩენილი ბიძა: ისტორიკოსი გეორგ ჰაინრიხ პერცი და სვედი თეოსოფის, ემანუელ სვედენბორგის მიმდევარი მწერალი ჯეიმს ჯონ გარტ ვილკინსონი; მისი და ფლორენსი პიანისტი იყო. სესელიას გარდა ოჯახში კიდევ ორი ბავშვი იზრდებოდა. პეინის მამა გარდაიცვალა, როდესაც გოგონა ოთხი წლის იყო, რის გამოც დედა ოჯახს დამოუკიდებლად უძღვებოდა.

სესილია პეინი ვენდოვერის კერძო სკოლაში სწავლობდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ელიზაბეტ ედვარდსი. როდესაც ის თორმეტი წლის იყო, დედა გადავიდა ლონდონში, ვინაიდან იქ სესილიას ძმა ჰამფრი სწავლობდა, რომელიც მოგვიანებით არქეოლოგი გახდა. 1918 წელს შევიდა წმინდა პავლეს გოგონების სკოლაში. იქ გუსტავ ჰოლსტმა, რომელიც მუსიკას ასწავლიდა, ურჩია გოგონას მუსიკალური კარიერა გაეგრძელებინა, თუმცა სესილიამ მეცნიერებაზე მოახდინა ფოკუსირება. მომდევნო წელს მან მიიღო სტიპენდია, რომელიც დაფარავდა მის ყველა ხარჯს კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებულ ნიუმენის სკოლაში, სადაც თავდაპირველად სწავლობდა ბოტანიკას, ფიზიკასა და ქიმიას, თუმცა დატოვა პირველი კურსის შემდეგ ბოტანიკის სწავლა აღარ გაუგრძელებია.

1923 წელს დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი. იმავე წელს გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვინაიდან ბრიტანეთში უფრო დიდი ბარიერი იყო მეცნიერებაში მოღვაწე ქალებისთვის და მას შემდეგ მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ობსერვატორიაში. 1931 წელს მიიღო ამერიკის მოქალაქეობა. იგი იყო პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის წოდება და კათედრის გამგის თანამდებობა (1956).

მისი ძირითადი კვლევები ვარსკვლავური ფიზიკის სფეროს უკავშირდება.პეინმა შეძლო ზუსტად დაეკავშირებინა ვარსკვლავების სპექტრული კლასები მათ რეალურ ტემპერატურასთან ინდოელი ფიზიკოსის მეგნად საჰას იონიზაციის თეორიის გამოყენებით. მან აჩვენა, რომ ვარსკვლავური შთანთქმის ხაზების დიდი ცვალებადობა განპირობებული იყო იონიზაციის განსხვავებული რაოდენობით სხვადასხვა ტემპერატურაზე და არა ელემენტების სხვადასხვა რაოდენობით. მან აღმოაჩინა, რომ მზის სპექტრში ნანახი სილიციუმი, ნახშირბადი და სხვა ჩვეულებრივი ლითონები იმყოფებოდნენ დაახლოებით იგივე ფარდობითი რაოდენობით, როგორც დედამიწაზე. შეადგინა პირველი ტემპერატურის სკალა, დაადგინა [14] ვარსკვლავური ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობა; მივიდა დასკვნამდე, რომ ვარსკვლავების უმეტესობაში ელემენტების შედარებითი სიმრავლე იგივეა და არ განსხვავდება მზეზე დაფიქსირებულისგან (ადრე ითვლებოდა, რომ ისინი ძირითადად რკინისგან შედგებოდა, მან დაამტკიცა, რომ მათი შემადგენლობა წყალბადი და ჰელიუმია).

1934 წელს იგი ცოლად გაჰყვა რუს ემიგრანტ ს. გაპოშკინს. ისინი ერთად ატარებდნენ სამეცნიერო სამუშაოებს. ქორწინებაში სამი შვილი შეეძინათ — ედვარდი, ეკატერინე და პიტერი.

1930-იანი წლებიდან მის შემოქმედებაში მთავარი ადგილი დაიკავა ცვლადი ვარსკვლავების კვლევებმა, რომელიც მან მეუღლესთან ერთად ჩაატარა. გაპოშკინები ჰარვარდში სწავლობდნენ ცვლადებს ჰარვარდის კოლექციიდან მოპოვებული ფირფიტების გამოყენებით, მოახდინეს ამ ვრცელი მასალის სისტემატიზაცია და გამოიყენეს იგი მრავალი ტიპის ცვლადის სხვადასხვა მახასიათებლებს შორის შაბლონების მოსაძებნად; დეტალურად შეისწავლეს მე-10 სიდიდის ყველა ცვლადი ვარსკვლავი და აღმოაჩინეს მრავალი ახალი ცვლადი ვარსკვლავი. დიდი ხნის განმავლობაში ისინი სწავლობდნენ ცვლად ვარსკვლავებს მაგელანის ღრუბლებში, ჰარვარდის ფირფიტების გამოყენებით 2 მილიონზე მეტჯერ განსაზღვრეს მათი სიკაშკაშე და აღმოაჩინეს განსხვავებები ცეფეიდების განაწილებაში პერიოდების მიხედვით სხვადასხვა ღრუბლებში. პეინ-გაპოშკინამ ჩაატარა შედარებები გალაქტიკის გლობალურ კლასტერში, მაგელანის ღრუბლებში და ანდრომედეს გალაქტიკაში, აბსოლუტური სიდიდის შკალის გადასამოწმებლად და მანძილის შკალის შესწორების განსაზღვრისთვის. პეინ-გაპოშკინამ ნაშრომები შეაჯამა და წიგნების სახით გადმოსცა, რომელთა შორისაა: "ცვლადი ვარსკვლავები" (გაპოშკინთან ერთად, 1938), "ცვლადი ვარსკვლავები და გალაქტიკის სტრუქტურა" (1954).

სესილია პეინი გარდაიცვალა საკუთარ სახლში კემბრიჯში, მასაჩუსეტსი, 1979 წლის 7 დეკემბერს, 79 წლის ასაკში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოსცა თავისი ავტობიოგრაფია

სესილია პეინ-გაპოშკინის საპატივსაცემოდ 1974 წელს ასტეროიდს უწოდეს მისი სახელი 2039 პეინ-გაპოშკინი.

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  5. 5.0 5.1 5.2 https://www.aps.org/publications/apsnews/201501/physicshistory.cfm
  6. Find a Grave — 1996.
  7. American National Biography — 1999.
  8. 8.0 8.1 https://airandspace.si.edu/multimedia-gallery/14038hjpg
  9. https://siarchives.si.edu/sites/default/files/pdfs/torch/Torch%201976/SIA_000371_1976_07.pdf
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  11. https://web.archive.org/web/20101222143454/http://aas.org/grants/awards.php#russell
  12. Annie Jump Cannon Award in AstronomyAmerican Astronomical Society.
  13. Cecilia Payne-Gaposchkin, 1900-1979. ციტირების თარიღი: 2023-04-24
  14. What are stars made of? | FameLab. ციტირების თარიღი: 2019-04-23