სერხი რობერტო კარნისერი ესპ. Sergi Roberto Carnicer; დ. 7 თებერვალი, 1992, რეუსი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონისა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი. კლუბში თამაშობს ასევე მარჯვენა მცველის პოზიციაზე.

სერხი რობერტო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სერხი რობერტო კარნისერი
დაბადების
თარიღი
7 თებერვალი, 1992 (1992-02-07) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
რეუსი, ესპანეთი
სიმაღლე 178 სმ.[1]
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური ნახევარმცველი
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბარსელონა
ნომერი 20
ახალგაზრდული კარიერა
2000–2004 სანტეს კრეუსი
2004–2006 ხიმნასტიკი
2006–2009 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009–2013 ბარსელონა B 106 (7)
2010– ბარსელონა 240 (12)
ეროვნული ნაკრები
2008–2009 ესპანეთი 17 წლ. 11 (3)
2010–2011 ესპანეთი 19 წლ. 9 (0)
2011 ესპანეთი 20 წლ. 5 (1)
2011–2014 ესპანეთი 21 წლ. 14 (2)
2016– ესპანეთი 10 (1)
2011– კატალონია 6 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 14 აპრილი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 5 ივნისი, 2021

2009–2013 წლებში ირიცხებოდა „ბარსელონის“ მეორე გუნდში, მაგრამ ხშირად იძახებდნენ ძირითად გუნდში. მისი დებიუტი ძირითად გუნდში 2010 წლის ოქტომბერში შედგა, ესპანეთის თასზე გამართულ შეხვედრაში. ჩემპიონთა ლიგაზე პირველი შეხვედრა ჩაატარა მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ მატჩში, რომელშიც კატალონიელებმა 2-0 იმარჯვეს.

2013 წლის ივლისიდან „ბარსელონის“ ოფიციალური წევრია. 2016 წელს, მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ სერხი რობერტოს პოზიცია შეუცვალა და მარჯვენა მცველად დააყენა პრიმერა დივიზიონის მატჩებში. ახალი პოზიცია სერხიმ კარგად მოირგო და გუნდისათვის არანაკლებ პროდუქტიული გახდა.

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  ბარსელონა:(25)

2010–11, 2012–13, 2014–15, 2015–16, 2017–18, 2018–19, 2022–23
2010-11, 2014–15
2011–12, 2014–15, 2015–16, 2016–17, 2017–18, 2020–21
2010, 2011, 2013, 2016, 2018, 2023
2011, 2015
2011, 2015

ინდივიდუალური რედაქტირება

  • კატალონიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2016–17

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Sergi Roberto profile · When Sergi Roberto was 14 years old he traded the town of Reus for La Masia. The ex-Nàstic Tarragona midfielder improved year after year until he became a crucial player for Luis Enrique’s Barça B team. Sergi Roberto made his official debut for Barça on 10 November 2010 in a 5-1 Copa del Rey victory over Ceuta at Camp Nou. The versatile midfielder is now an experienced member of the season and in the 2017/18 he extended his contract with the blaugranes. He can play in midfield or at right back and he will be part of the Club's history thanks to his historic sixth goal in the famous 6-1 comeback victory over PSG in the 2016/17 Champions League. წყარო: FC Barcelona Official website. წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2019.