სერგო ჭიღლაძე
სერგო ჭიღლაძე (დ. 14 მარტი, 1920, ზოდი ― გ. 3 თებერვალი, 1944) — ქართველი სამხედრო პირი, უმცროსი სერჟანტი, საბჭოთა კავშირის გმირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჭიათურის მაღაროში ელექტრომონტიორად, მებიგედ, მეელმავლედ. დიდი სამამულო ომის დროს იბრძოდა ჩრდილო-დასავლეთ ბრიანსკისა და ბელორუსიის I ფრონტებზე. 1944 წლის 3 თებერვალს სოფელ დუბროვასთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. ამავე ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ქალაქ მინსკში არის მისი სახელობის ქუჩა, ერთ-ერთ სახლზე კი მისი სახელობის მემორიალური დაფაა დაყენებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 402.