სერგო რუხაძე (დ. 1 მარტი, 1931, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — ქართველი აგროეკონომისტი, პროფესორი, პოლიტიკოსი.

სერგო რუხაძე
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1931 (1931-03-01) (93 წლის)
დაბადების ადგილი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1953 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი. 1966-1975 წლებში იყო სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1975-1981 წლებში იყო სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის განყოფილების უფროსი. 1981-1985 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. 1992 წელს იყო სახელმწიფო საბჭოს მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 1990 წელს აირჩიეს საქართველოს აგრარულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, შემდგომ თავმჯდომარედ. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება