სერგო კავკასიძე (დ. 28 თებერვალი, 1903 — გ. უცნობია) — ქართველი ინჟინერი.

1930 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1930-1934 წლებში მუშაობდა ზაჰესის ჰიდროსადგურში, „კავკასენერგოს“ მაღალი ძაბვის ქსელების სამმართველოში ინჟინრად, ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1934-1941 წლებში იყო „საქენერგოს“ მაღალი ძაბვის ქსელების სამმართველოს დირექტორის მოადგილე და მთავარი ინჟინერი, „საქენერგის“ ტექნიკური განყოფილების უფროსი და მთავარი ინჟინრის მოადგილე. 1941 წლიდან სამშენებლო ტრესტ „საქჰიდროენერგომშენის“ სისტემაში იყო ხრამჰესის მშენებლობის მთავარი მექანიკოსი, ტრესტ „საქჰიდროენერგომშენის“ მაღალი ძაბვის ქსელებისა და ქვესადგურების სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი, „საქჰიდროენერგომშენის“ მთავარი ინჟინრის მოადგილე. ხელმძღვანელობდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ხრამჰესი-თბილისი-ზაჰესის, სოხუმი-ტყვარჩელის, ბაღნარი-გაგრის, ნავთლუღი-სამგორის ქვესადგურების მშენებლობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 268

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება