სერგი კაპანაძე (დ. 25 აპრილი, 1981, ქ. ჭიათურა) — ქართველი დიპლომატი, პოლიტიკოსი.

სერგი კაპანაძე
დაბადების თარიღი 25 აპრილი, 1981 (1981-04-25) (43 წლის)
დაბადების ადგილი ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ევროპული საქართველო“
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სწავლობდა დრიუს უნივერსიტეტის (აშშ) პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. 2003 წელს — ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (უნგრეთი) საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროპულ კვლევათა მაგისტრი. 2010 წელს მიენიჭა თსუ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების ასისტენტ-პროფესორად, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ანალიტიკოსად; საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ანალიტიკური სამმართველოს უფროსად, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიცაზიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, ამავე სამინისტროს საერთაშორისო ორგანიცაზიების დეპარტამენტის დირექტორად. 2011-2012 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2016 წლის ნოემბრიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. იყო გადაცემა „რა? სად? როდის?“-ის ერთ-ერთი გუნდის წევრი.

მისი მეუღლეა ეკა აკობია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება