ეს სტატია თამაშის სატელევიზიო ვერსიას ეხება. სპორული ვერსიის შესახებ იხილეთ რა? სად? როდის? (სპორტული ვერსია).

რა? სად? როდის? (რუს. Что? Где? Когда?) — ვლადიმერ ვოროშილოვის მიერ შექმნილი ინტელექტუალური თამაში. სატელევიზიო გადაცემის შექმნის თარიღად მიჩნეულია 1975 წლის 4 სექტემბერი, როდესაც ის პირველად გავიდა ეთერში საბჭოთა კავშირის ტელევიზიის პირველი არხით.

თამაშში მონაწილობას იღებს 6 მოთამაშე („ზნატოკი“), რომლებიც პასუხობენ ტელემაყურებლთა მიერ დასმულ კითხვებს. კითხვები მეტწილად წარმოადგენს არატრივიალურ ლოგიკურ გამოცანებს, რომელებიც არ საჭიროებენ განსაკუთრებულ ცოდნას (მხოლოდ ბაზისურ გათვითცნობიერებას).

წესები, პრიზები, და თვით გადაცემის და მოთამაშეების სახელწოდებები იცვლებოდა დროის მანძილზე. 1991 წლამდე პრიზების სახით რიგდებოდა ფასეული წიგნები. 1991 წელს გადაცემამ იცვალა სახე და გადაკეთდა „ინტელექტუალურ კაზინოდ“, სადაც „ზნატოკები“ წინასწარ დებდნენ ფსონებს კითხვის გამოცნობაზე. ამ პრინციპმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია ტელემაყურებელში, რის გამოც 2001 წლიდან მოთამაშეები ფულზე აღარ თამაშობენ.

საქართველოს კლუბი „რა? სად? როდის?“ დაარსდა 1994 წლის დეკემბერში. დღემდე კლუბს ხელმძღვანელობს გიორგი მოსიძე.

გამოყოფენ თამაშის 2 ნაირსახეობას:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება