სერგეი შიშკო
სერგეი თედორეს ძე შიშკო (რუს. Серге́й Фё́дорович Шишко́; დ. 25 ივნისი [ ძვ. სტ. 12 ივნისი], 1911, ნოსოვკა — გ. 26 აპრილი, 1997) — უკრაინელი საბჭოთა ფერმწერი, სსრკ სახალხო მხატვარი (1974). სკკპ წევრი 1952 წლიდან. სწავლობდა კიევის სამხატვრო ინსტიტუტსა (1929-1933) და ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში (1936-1943). მისი ლირიკული პეიზაჟები ძირითადად კიევს ეძღვნება: „დნეპრი დილით“ (1953, უკრაინის სახვითი ხელოვნების მუზეუმი), „ახალი კიევი“ (1960, ვოროშილოვგრადის სამხატვრო მუზეუმი) და სხვა.
ნაწარმოებები
რედაქტირება- „ვლადიმირის გორაკი“ (1946, ხარკოვის მხატვრობის მუზეუმი)
- „დნეპრი. ხედი პოდოლზე“ (1950, უკრაინის ეროვნული მხატვრობის მუზეუმი)
- „დნეპრი დილით“ (1953, უკრაინის ეროვნული მხატვრობის მუზეუმი)
- „ახალი კიევი“ (1960, ვოროშილოვგრადის არტემის სახელობის მხატვრობის მუზეუმი)
- „კიევის შორი ხედი“ (1974)
- „ხეივანი ხოსტინსკის პარკში“ (სერიიდან „კავკასია“). 1973, ქაღალდი, პასტელი.
ჯილდოები და პრემიები
რედაქტირება- სსრკ სახალხო არტისტი (1974)
- უკრაინის სსრ სახალხო მხატვარი (1964)
- ტ.გ. შევჩენკოს სახელობის უსსრ სახელმწიფო პრემია (1982) — ნახატების ციკლისათვის „კიევური სუიტა“
- ლენინის ორდენი (1971)
- ხალხთა მეგობრობის ორდენი (1981)
- ორდენი „დამსახურებებისათვის“ (უკრაინა) (1995)
- სხვა მედალები
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 10.