სერგეი თედორეს ძე ტკაჩი (რუს. Серге́й Фёдорович Ткач; დ. 15 სექტემბერი, 1952, კისელევსკი, რუსეთი) — უკრაინელი სერიული მკვლელი. წარმოშობით რუსეთიდან. 2007 წელს უკრაინის უზენაესი სასამართლო ტკაჩს განიხილავდა 40 მკვლელობაში, პროკურატურა კიდევ მკვლელობის 60 საქმის გამოძიებას აწარმოებდა.[1] თავად ტკაჩი ამტკიცებს, რომ მოკლა 100-მდე ადამიანი.[2][3] 2008 წლის 23 დეკემბერს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.[4] სასამართლომ დაამტკიცა ტკაჩის მიერ ჩადენილი 29 მკვლელობა, რომელიც განხორციელდა გაუპატიურებით, ან გარყვნილი სექსუალური მიდრეკილებით. ზედმეტსახელები: „პავლოგრადის მანიაკი“, პოლოგოვის მანიაკი“.

სერგეი ტკაჩი
ნამდვილი სახელი სერგეი ტკაჩი
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი, 1952
დაბ. ადგილი კისელევსკი, რუსეთი
მოქალაქეობა უკრაინა
მოტივი სექსუალური

დაიბადა 1952 წლის 12 სექტემბერს, კისელევსკში. მსახურობდა საბჭოთა ჯარში, იყო ტექნიკოს-გეოდეზისტი. ჯარში ყოფნის შემდეგ სამუშაოდ მოეწყო მილიციაში. აქ რამდენიმე წელი იმუშავა ექსპერტ-კრიმინალისტად. ბევრჯერ შეიცვალა პროფესია, სხვადასხვა დროს მუშაობდა შახტებში, ქარხნებსა და კოლმეურნეობებში.[5] მილიციიდან წამოსვლის შემდეგ დაკავდა მძიმე ათლეტიკით.

სერგეი ტკაჩი სერიულ მკვლელობებს სჩადიოდა 1980 წლიდან 2005 წლამდე და დანაშაულის ადგილი მოიცავდა ყირიმის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის მხარეებს. მსხვერპლს აუპატიურებდა, მათ შორის გარყვნილ ფორმაში, შემდეგ კლავდა. უმეტესად 9 წლიდან 17 წლამდე გოგონები იმსხვერპლა. პირველად მკვლელობა ჩაიდინა ქალაქ სიმფეროპოლში 1980 წელს, სადაც მოახერხა, დაახრჩო და გააუპატიურა ახალგაზრდა ქალი, შემდეგ თვითონვე დარეკა პოლიციაში.[1] უკანასკნელი მსხვერპლი გახდა 9 წლის ეკატერინა. სერგეი ტკაჩს მრავალი წელი ეძებდნენ. თუმცა მისი დაკავება მხოლოდ 2005 წლის ზაფხულში მოხერხდა. სამჯერ იყო დაქორწინებული. ჰყავს ოთხი შვილი.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Маньяк, погубивший больше ста человек, мечтает, чтобы о нем сняли кино
  2. Elder, Miriam. (24 Dec 2008) Man sentenced to life in prison for murdering 36 women. Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 2008-12-24.
  3. BBC News: Serial killer jailed in Ukraine. bbc.co.uk (2008-12-24). ციტირების თარიღი: 2008-12-24.
  4. Украинский серийный убийца получил пожизненное
  5. 5.0 5.1 «Я зверь, а не человек!». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-01. ციტირების თარიღი: 2012-01-24.