ლეონიდ კანევსკი
ლეონიდ კანევსკი (რუს. Каневский, Леонид Семёнович; დ. 2 მაისი 1939, კიევი, უკრაინა) — საბჭოთა თეატრისა და კინოს მსახიობი. ტელეწამყვანი. რსფსრ სახალხო არტისტი. დაჯილდოებულია მეგობრობის ორდენით.
ლეონიდ კანევსკი | |
---|---|
ლეონიდ კანევსკის ერთ-ერთ როლი სპექტაკლში | |
დაბადების სახელი | ლეონიდ კანევსკი |
დაბადების თარიღი |
2 მაისი 1939 კიევი, უკრაინა |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1961–დღემდე |
ლეონიდ კანევსკი დაიბადა უკრაინის დედაქალაქ კიევში. 17 წლის ასაკში საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში. 1961 წელს როლებს ასრულებდა მოსკოვის თეატრში, სადაც მისი ხელმძღვანელი იყო რეჟისორი ანატოლი ეფროსი. სახელი მოიხვეჭა სერიალ „გამოძიებას აწარმოებენ სპეციალისტები“ შესრულებული როლით.
1991 წელს ისრაელში იყო რეპატრიაცირებული, სადაც ერთ-ერთ რეჟისორთან ერთად თელ-ავივში ჩამოაყალიბა დრამატული თეატრი სახელწოდებით „გეშერი“. 2006 წლის იანვრიდან ლეონიდ კანევსკის მიჰყავს დოკუმენტური სერიალი – „გამოძიებას აწარმოებდნენ“. პარალელურად კანევსკი თამაშობს გეშერის თეატრშიც. 2009 წელს ითამაშა სერიალში „სემინი“.
კარიერის განმავლობაში კანევსკიმ კინოში შეასრულა 40-მდე როლი. მრავალი როლი აქვს შესრულებული ასევე თეატრალურ სპექტაკლებში.