სერბული ხელოვნება

სერბული ხელოვნებასახვითი ხელოვნება რომელსაც ქმნიან სერბები ან იქმნება სერბეთში. შუა საუკუნეების მემკვიდრეობა მოიცავს ბიზნატიურ ხელოვნებას, რომელიც დაცულია არქიტექტურაში და მართლმადიდებლურ მონასტრებში ხატების სახით. ახალი დროის ადრეულ პერიოდში სერბული სახვითი ხელოვნება განიცდიდა დასავლეთის გავლენას, განსაკუთრებით ჰაბსბურგების პერიოდში გვიან XVIII საუკუნეში. თანამედროვე სერბული ხელოვნების ისტორია XIX საუკუნიდან იწყება.

შუა საუკუნეების სერბული ხელოვნება

რედაქტირება

შუა საუკუნეების სერბული არქიტექტურის ყველაზე გამორჩეული ნიმუშია სტუდენიცის მონასტერი. ამ მონასტერში დაცულია ბიზანტიური სტილის ფრესკები. იუნესკომ ეს მონასტერი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიას 1986 წელს დაამატა. შემდგომში ის სხვა ისეთი მონასტრების მოდელი გახდა როგორებიცაა: სოპოჩანი და ვისოკი-დეჩანი.

ადრეული მოდერნის პერიოდი

რედაქტირება
 
ნიკოლა ნეშკოვიჩი, ავტოპორტრეტი

XV საუკუნეში ოსმალეთის მიერ სერბეთის დაპყრობამ ხელოვნების გავვითარებაზე უარყოფითად იმოქმედა. სერბ თავადაზნაურობას დაბალი პოზიციები ეკავა სახელმწიფო სტრუქტურებში, ხოლო ოსმალო ხელისუფლები ეკლესიას არ სყალობდნენ. იმ პერიოდის ყველაზე გამოჩენილი მხატვარია გიორგი მიტროფანოვიჩი. სერბულ ხელოვნებაში ბაროკოს გავლენა გამოჩნდა XVIII საუკუნის ბოლოდან, ნიკოლა ნეშკოვიჩის და თეოდორ კრაჩუნის ნამუშევრებში.

XIX საუკუნის მხატვრობა

რედაქტირება

XIX საუკუნეში განმანათლებლობის და რაციონალიზმის იდეებით შთაგონებული სერბული ხელოვნება სცილდება ბაროკოს და იღებს ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიის ეკლექტიკურ იდეებს. ამ პერიოდის მხატვრობაში პორტრეტი ხდება პოპულარული.

თანამედროვე სახვითი ხელოვნება

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბელგრადის ხატვის სკოლაში აღიზარდნენ ისეთი მხატვრები როგორიცაა: მილან კონჯოვიჩი და მარკო ჩელებონოვიჩი.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სერბეთის ხელოვნებაში დომინანტური მიმდინარეობა გახდა სოციალისტური რეალიზმი, რაც იუგოსლავიაში კომუნისტური მმართველობის დამყარებამ განაპირობებდა.

XXI საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილი ახლაგაზრდა შემოქმედები არიან: იოვანკა სტანიჟევიჩი და სიმონიდა რაჟჯევიჩი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება