სოპოჩანის მონასტერი

სოპოჩანი (სერბ. Сопоћани) — მართლმადიდებლური მონასტერი სერბეთში. აშენებულია XIII საუკუნის მეორე ნახევარში, სერბეთის მეფე სტეფან უროშ I-ის მიერ, მდინარე რაშკას სათავეში, რასის რეგიონში, შუა საუკუნეების სერბული სახელმწიფოს შუაგულში. 1979 წლიდან, სტარი-რასთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

სტარი-რასი და სოპოჩანის მონასტერი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 43°07′08″ ჩ. გ. 20°25′22″ ა. გ. / 43.11889° ჩ. გ. 20.42278° ა. გ. / 43.11889; 20.42278
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1979  (მე-3 სესია)
ნომერი 96
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 96
ინგლ.რუს.ფრ.

ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 1265 წელს და აგებულია წმინდა სამების სახელზე. ინტერიერის დეკორირება ოდნავ გვიანდელია. საკურთხევევლში, გამოსახულია არქიეპისკოპოსი სავა II, რომელიც 1263 წელს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური გახდა. სოპოჩანის ფრესკები, ზოგიერთ შუა საუკუნეების სერბული ხელოვნების მკვლევარს, იმ პერიოდის ნიმუშებს შორის ყველაზე მშვენიერად მიაჩნია. დასავლეთის კედელზე გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინების სცენა. XVI საუკუნეში, ოსმალებისგან მომდინარე საფრთხის გამო, ბერებმა მონასტერი დროებით დატოვეს. საბოლოოდ, 1689 წლის თავდასხმისას, თურქებმა მონასტერი ცეცხლს მისცეს, ეკლესიის სახურავში გამოყენებული ტყვია კი თან წაიღეს. მონასტრიდან გაქცევისას, საძმომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი რელიკვია კოსოვოში წაიღო, რომელიც სოპოჩანს აღარასდროს დაბრუნებია. ორასი წლის მანძილზე, XX საუკუნემდე, მონასტერი მიტოვებული, უდაბური რჩებოდა. ეკლესია თანდათან დაიშალა: კამარები ამოითხარა, გუმბათი ჩამოინგრა, ხოლო გარემომცველი შენობების ნანგრევები ლოდებითა და მიწით დაიფარა.

XX საუკუნის განმავლობაში, მონასტერი აღგა და დღეს აქ სამონასტრო ცხოვრება ყვავის. მიუხედავად მრავალი ვარამისა და ორსაუკუნოვანი დაუცველობისა, ფაქტია, რომ სოპოჩანის ფრესკების უმრავლესობა დღესაც უწინდელ მშვენიერებასა და ბრწყინვალებას ინარჩუნებს. ზოგიერთს ეს ღვთაებრივ სასწაულად მიაჩნია.

1979 წელს, სოპოჩანის მონასტერი გაფორმდა როგორც განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მონუმენტი, რომელსაც სერბეთის სახელმწიფო იცავს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება