გრაჩანიცის მონასტერი
გრაჩანიცის მონასტერი (სერბ. Манастир Грачаница, ალბან. Manastiri i Graçanicës) — სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერი კოსოვოში. დაარსდა 1321 წელს, სერბეთის მეფე სტეფან უროშ II მილუტინის მიერ. 1990 წელს, მონასტერი გაფორმდა როგორც განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მონუმენტი, რომელსაც სერბეთის სახელმწიფო იცავს. 2006 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში სახელით „კოსოვოს შუა საუკუნეების მონუმენტები“.
კოსოვოს შუა საუკუნეების მონუმენტები* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | სერბეთი | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | ii, iii, iv | |
სია | [1] | |
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 42°35′54″ ჩ. გ. 21°11′36″ ა. გ. / 42.59833° ჩ. გ. 21.19333° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 2004 (28-ე სესია) | |
ნომერი | 724 | |
გაფართოება | 2006 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 724 ინგლ. • რუს. • ფრ. |
გრაჩანიცის მონასტერი მეფე მილუტინის ბოლო მონუმენტური შემოქმედებაა. მდებარეობს სოფელ გრაჩანიცაში, სერბულ ანკლავში, რომელიც პრიშტინადან 5 კმ-ში მდებარეობს.[1]
მონასტერი XIII საუკუნეში აშენდა ძველი, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ადგილას, რომელიც VI საუკუნის ადრეულ ქრისტიანულ სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა. სამლოცველოს სამხრეთ კედელზე, არსებობს მეფის წარწერა, რომელიც შემდეგნაირად იკითხება: „გრაჩანიცაში მე ვნახე დანგრეული, დამპალი ნანგრევები წმინდა ქალწულის ტაძრისა, რომელიც ლიპლიანის საეპისკოპოსო იყო, ამიტომ ის მიწიდან აღვადგინე და შევამკე ფრესკებითა და ჩუქურთმებით შიგნიდან და გარედან". ძველი მონასტრის კომპლექსიდან მხოლოდ ეკლესიაა შემორჩენილი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Balkan Travellers - The Serbian Convent of Gračanica: Heavens Made of Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-13. ციტირების თარიღი: 2011-06-13.