სერბეთის სოფლის მეურნეობა
სერბეთის სოფლის მეურნეობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სერბეთის ეკონომიკაში და მისი წლიური საექსპორტო პოტენციალი 12 მილიარდ ევროს შეადგენს[1]. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საერთო ფართობი 6,12 მილიონ ჰექტარს აჭარბებს[2][3]. სასოფლო-სამეურნეო წარმოება მეტწილად დალაგებულია ჩრდილოეთ სერბეთის ნაყოფიერ შუა დუნაისა და სამხრეთ დაბლობებზე, სადაც გაედინებიან მდინარეები სავა, დუნაი და მორავა. 1948 წლიდან მოყოლებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მკვეთრი შემცირება შეინიშნება. იმ პერიოდისთვის სოფლის მეურნეობაში მთელი ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 3/4 იყო ჩართული, ხოლო ამჟამად ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1/4-ია[4].
წარმოება
რედაქტირებასერბეთი სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწარმოებს. ძირითადად ესაა ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ყოველივე ეს ქვეყნის მშპ-ისა და ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. სერბეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჟოლოსა (84 299 მეტრული ტონა, პირველ ადგილს იკავებს რუსეთი) და ქლიავის (146 776 მეტრული ტონა, პირველ ადგილს იკავებს ჩინეთი) მოყვანაში. ქვეყანა აგრეთვე სიმინდისა (6 158 120 მეტრული ტონა, 32-ე ადგილი მსოფლიოში) და ხორბლის (2 095 400 მეტრული ტონა, 35-ე ადგილი მსოფლიოში) მსხვილი მწარმოებელია. შაქრის ჭარხლისა და მზესუმზირის წარმოება შაქარსა და ზეთზე ქვეყნის შიდა მოთხოვნას აკმაყოფილებს, ხოლო ზედმეტი ოდენობა ექსპორტზე გადის. ევროკავშირში ექსპორტზე დაახლოებით 180 000 ტონა სერბული შაქარი გადის[5].
ღვინო
რედაქტირებასერბეთში ვენახები დაახლოებით 70 000 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული, საიდანაც წელიწადში 425 000 ტონამდე მოსავალი მიიღება. სერბეთი, მსოფლიოს 15 ყველაზე მსხვილ ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორისაა.
ყველაზე ცნობილი ღვინოებია: Belgrade Seedless, Prokupac, Sauvignon, „Italian Riesling“, Cabernet, Chardonnay, White და Red Burgundy, Hamburg, Muscat, Afus Ali, Vranac, Tamjanka, Krstac, Smederevka და Dinka.
2004 წელს ღვინის წარმოებამ 1 550 000 ლიტრი შეადგინა.
ხილი
რედაქტირებასერბეთში ხილის ბაღებს სახნავ-სათესი ტერიტორიების 310 000 ჰექტარი უკავია.
ხილის წარმოების მოცულობა ტონებში (2012)[6]:
კომპანიები
რედაქტირება- Fresh&Co, კომპანია neXt-თან ერთად ხილის წვენების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში
- Foodland, ტრადიციული ხილის პროდუქტების მწარმოებელი
- Nektar, ხილის მწარმოებელი კომპანია
- Malina Produkt (First Fruit), ხილის მწარმოებელი კომპანია
- Mondi Foods (Mondi Serbia), ხილის მწარმოებელი კომპანია
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Serbia's agricultural potential - EUR 12 billion. B92 (15 March 2013). ციტირების თარიღი: 14 June 2013.
- ↑ Food Industry. SIEPA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 14 June 2013.
- ↑ Agriculture and Enlargement. European Commission (May 2011). ციტირების თარიღი: 14 June 2013.
- ↑ Agriculture and forestry. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 14 June 2013.
- ↑ Serbia Overview. Food and Agriculture Organization of the United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 14 June 2013.
- ↑ Food Industry in Serbia. SIEPA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 14 June 2013.