სენ-ჟან-დე-ლიუზი (ფრანგ. Saint-Jean-de-Luz) — ზღვისპირა კლიმატური კურორტი საფრანგეთში (ატლანტური პირენეების დეპარტამენტი). მდებარეობს ბისკაის ყურის სანაპიროზე, ესპანეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბაიონიდან სამხრეთ-დასავლეთით. 14 093 მცხოვრები (2017).[1]

ქალაქი
სენ-ჟან-დე-ლიუზი
Saint-Jean-de-Luz
გერბი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
რეგიონი ახალი აკვიტანია
დეპარტამენტი ატლანტური პირენეები
კოორდინატები 43°23′00″ ჩ. გ. 1°40′00″ დ. გ. / 43.38333° ჩ. გ. 1.66667° დ. გ. / 43.38333; -1.66667
ფართობი 19 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0–84
მოსახლეობა 14 093[1] კაცი (2017)
სიმჭიდროვე 740 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 64500
ოფიციალური საიტი http://www.saintjeandeluz.fr[2]
სენ-ჟან-დე-ლიუზი — საფრანგეთი
სენ-ჟან-დე-ლიუზი

ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები და ფართო ქვიშის პლაჟი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სენ-ჟან-დე-ლიუზი განვითარებულიყო როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი. თელასოთერაპიის ცენტრი — „Hélianthal“. განვითარებულია ტურიზმი; ქალაქში არის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები, მათ შორის — იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ხის პატრონიკეთი (XV–XVII სს.; მდიდრულად მორთული საკურთხეველი — დაახლ. 1669), XV–XVIII საუკუნეების ბასკური სახლები, მერია (XVII ს.); კურორტთან ახლოს არის ციხე-დარბაზი შატო-დ’ურტუბიე (XIV ს.-ის შუა ხანები). ქალაქ-კურორტისათვის დამახასიათებელია ბასკეთის არქიტექტურული სტილის მრავალრიცხოვანი სახლები. კაზინო. შემოგარენში მდებარეობს კურორტები სიბური (მორის რაველის სამშობლო), ბიარიცი და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Populations légales 2017. INSEE. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
  2. Annuaire de service-public.fr