პატრონიკე
პატრონიკე — მეორე სართულის დონეზე მოთავსებული ზედა გალერეა. ჩვეულებრივ ეწყობოდა ქრისტიანულ ეკლესიებსა და საზეიმო დარბაზებში, ძირითადად შენობის დასავლეთ ნაწილში, ზოგჯერ მიეკვროდა ნავს სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან. პატრონიკე თავდაპირველად საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენელთათვის იყო განკუთვნილი, მოგვიანებით კი — მგალობელთა, მუსიკოსთა და ორგანისათვის. პატრონიკე ქართულ ხუროთმოძვრებაში ცნობილია VII საუკუნიდან (წრომის ტაძარი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 713.