ბაიონა

კომუნა საფრანგეთში

ბაიონა[3] (ფრანგ. Bayonne [bajɔn]; ოქსიტ. Baiona [baˈjunɔ]; ბასკ. Baiona [baiona]; ესპ. Bayona) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ატლანტური პირენეების დეპარტამენტში, მდინარეების ადურისა და ნივის შესართავთან. 51 228 მცხოვრები (2017).[1] ძირითადად დასახლებულია ბასკებით.[3] სამდინარო და საზღვაო პორტი ბისკაის ყურეში. სატრანსპორტო კვანძი.[4]

ქალაქი
ბაიონა
Bayonne

ხედი მდინარე ნივზე
დროშა გერბი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
რეგიონი ახალი აკვიტანია
დეპარტამენტი ატლანტური პირენეები
კოორდინატები 43°29′37″ ჩ. გ. 1°28′30″ დ. გ. / 43.49361° ჩ. გ. 1.47500° დ. გ. / 43.49361; -1.47500
მმართველი Jean-René Etchegaray
პირველი ხსენება XI საუკუნე
ადრეული სახელები ლაპურდუმი
ფართობი 21,68 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0–55
მოსახლეობა 51 228[1] კაცი (2017)
სიმჭიდროვე 2400 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 64100
ოფიციალური საიტი https://www.bayonne.fr/[2]
ბაიონა — საფრანგეთი
ბაიონა

დაარსდა რომაული გამაგრებული დასახლების ადგილზე კელტური დასახელებით ლაპურდუმი (Lapurdum, Laburdum); სახელი „ბაიონა“ პირველად 1059–1061 წლებში იხსენიება. 1154 წლიდან ინგლისის მეფეთა მფლობელობაში იყო, 1451 წლიდან — საფრანგეთის შემადგენლობაში. შემონახულია საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაშთები — რომაული, შუა საუკუნეებისა და XVII საუკუნის. წმინდა მარიას გოტიკური ტაძარი (მშენებლობა 1258 წელს დაიწყო; XV–XVI საუკუნეში დასრულდა) მასთან მომიჯნავე XIII საუკუნის კლუატრით. ძველი (XI ს.) და ახალი (XII ს.) ციხე-დარბაზები, XVII საუკუნის ფახვერკიანი საცხოვრებელი სახლები. მუზეუმები: ბასკური (XVI საუკუნის შენობაში), ლ. ბონის (ბაიონელი პიროვნების; დასავლეთევროპული ფერწერა და ბონის ქმნილებები). განვითარებულია საავიაციო და ქიმიური მრეწველობა. ბაიონის სიახლოვესაა კურორტი ბიარიცი.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Goyhénètche M. Bayonne: guide historique. Donostia, 1986;
  • Middleton K. Bayonne. Dover, 1995.
  1. 1.0 1.1 Populations légales 2017. INSEE. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
  2. Annuaire de service-public.fr
  3. 3.0 3.1 ელერდაშვილი ა., ბაიონა // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  4. 4.0 4.1 Аксёнова Л. А. БАЙОННА // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 665.