სენ-პიერი (კუნძული, სეიშელის კუნძულები)

სენ-პიერი (ინგლ. St Pierre Island, ფრანგ. Île Saint-Pierre) — კუნძული ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, რომელიც შედის სეიშელის გარე კუნძულების ფარქუარის კუნძულების ჯგუფში.

სენ-პიერი
მშობ. სახელი: ინგლ. St Pierre Island
ფრანგ. Île Saint-Pierre

სენ-პიერის კუნძულის ხედი ჰაერიდან
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 09°19′52″ ს. გ. 50°43′38″ ა. გ. / 9.33111° ს. გ. 50.72722° ა. გ. / -9.33111; 50.72722
ფართობი 1,68 კმ²
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ოლქი სეიშელის გარე კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)
სენ-პიერი (კუნძული, სეიშელის კუნძულები) — ინდოეთის ოკეანე
სენ-პიერი (კუნძული, სეიშელის კუნძულები)

კუნძული სენ-პიერი განლაგებულია 704 კმ-ზე მეტ მანძილზე სამხრეთ-დასავლეთით კუნძულ მაეზე არსებულ სეიშელის კუნძულების დედაქალაქ ვიქტორიადან. მდებარეობს 35 კმ-ით დასავლეთით ატოლ პროვიდენსის კუნძულ სერფიდან და 500 კმ-ში ატოლ ალდაბრიდან.

სენ-პიერის კუნძულს აქვს თითქმის სწორი წრიული ფორმა 1,6-1,4 კმ, კუნძულის ფართობია — 1,68 კმ². წარმოადგენს ზღვიდან ამოშვერილ კლდეს, რომელზეც იზრდება რამდენიმე პალმა.

ნავსაყუდლები კუნძულზე არ არსებობენ.