პროვიდენსი (ატოლი)
პროვიდენსი (ინგლ. Providence Atoll) — ატოლი სეიშელის გარე კუნძულების ფარქუარის კუნძულების შემადგენლობაში. სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ შეადგენს დაახლოებით 30 კმ-ს, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ — 10 კმ-ს. საერთო ფართობი 200 კმ²-ია. ხმელეთის ფართობი — 1,5 კმ².
მშობ. სახელი: ინგლ. Providence Atoll | |
---|---|
პროვიდენსის ატოლის ხედი ჰაერიდან | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 09°31′12″ ს. გ. 51°00′08″ ა. გ. / 9.52000° ს. გ. 51.00222° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 2 |
მთავარი კუნძული | პროვიდენსი (სეიშელის კუნძულები) |
ფართობი | 1,5 კმ² |
სეიშელის კუნძულები | |
ოლქი | სეიშელის გარე კუნძულები |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 6 |
სიმჭიდროვე | 4,00 ად. /კმ² |
ატოლის შემადგენლობაში შედის 2 მარჯნის კუნძული:
- პროვიდენსი — მდებარეობს ჩრდილოეთით. სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 4 კმ-ია, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 0,4 კმ. ფართობი 1 კმ²-ზე ცოტათი მეტი. არსებობს პატარა დასახლება — 6 ადამიანი[1] კუნძულის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში. 9°14′ ს. გ. 51°03′ ა. გ. / 9.233° ს. გ. 51.050° ა. გ..
- სერფი — დაუსახლებელი კუნძული, მდებარეობს სამხრეთში. მანძილი პროვიდენსამდე 27 კმ-ია. სიგრძე — 4 კმ, სიგანე — 0,5 კმ. ფართობი — 0,5 კმ². 9°30′ ს. გ. 51°01′ ა. გ. / 9.500° ს. გ. 51.017° ა. გ..
კუნძულები ცნობილია თავისი თევზის სიმრავლით. სერფის კუნძულზე ბუნებრივი გზით იზრდება ქოქოსის პალმა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Islands of the Seychellesდაარქივებული 2013-10-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Seychelles: Providence Atoll (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Seychelles Islands - Providence Atoll. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-21. ციტირების თარიღი: 2015-08-21.