ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სენას დინასტია — ჰინდუ დინასტია ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში ინდოეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც პროცესებს ბენგალიდან მართავდა მე-11 და მე-12 საუკუნეებში.[1] იმპერია, თავისი განვითარების პიკზე, მოიცავდა ინდოეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონის უმეტესობას. სენას დინასტიის მმართველები წარმოშობით იყვნენ კარნატაკას სამხრეთ ინდური რეგიონიდან.[2]

ბენგალის სენას დინასტია
1070 ძვ. წ. — 1230 ძვ. წ.
გერბი ლაქსმანა სენას მეფობის დროს

ბენგალის სენას რუკა
დედაქალაქი გაუდა, ბიკრამპური, ნაბადვიპი, ლახნაუტი
ენა სანსკრიტი, ბენგალური
რელიგია ინდუიზმი
მმართველობის ფორმა მონარქია
მემკვიდრეები
პალას იმპერია, ვარმანის დინასტია (ბენგალი), სამატათა
დევას დინასტია, ბენგალის ხალჯის დინასტია

დინასტიის დამაარსებელი იყო სამანტა სენა. მას მოჰყვა ჰემანტა სენა, რომელიც განახორციელა ძალაუფლების უზურპირება და საკუთარი თავი მეფედ აკურთხა ახ. წ. 1095 წელს. მისმა მემკვიდრემ, ვიაია სენამ (მართავდა ახ. წ. 1096–1159 წწ.) საფუძველი ჩაუყარა დინასტიის არსებობას და უჩვეულოდ დიდი ხანი, დაახლოებით 60 წელიწადი იმეფა. ბალალა სენამ დაიპყრო გაური და ბენგალ დელტას მმართველი გახდა, ხოლო ნადია დედაქალაქად აქცია. ბალალა სენა დაქორწინდა დასავლეთ ჩალუკიას იმპერიის პრინცესა რამადევიზე, რაც აღნიშნავს იმას, რომ სენას მმართველები ინარჩუნებდნენ მჭიდრო სოციალურ კონტაქტს სამხრეთ ინდოეთთან.[3] ბალალა სენა ლაკშმანა სენამ შეცვალა 1179 წელს, მართავდა ბენგალს დაახლოებით 20 წელიწადი და სენას დინასტია გააფართოვა ოდიშამდე, სავარაუდოდ, ვარანასიმდე. ახ. წ. 1203–1204 წლებში, ღურიდების იმპერიის გენერალი ბახტიარ ხალჯი თავს დაესხა და დაიპყრო დედაქალაქი ნადია. დეტალური ანგარიში ამ მოვლენის შესახებ მოცემულია ტაბაყატ-ი-ნასირიში.

წარმოშობა

რედაქტირება

დეოპარა პრაშასტიმ აღწერა სენას დინასტია დამფუძნებელი სამანთასენა, როგორც კარნატაკადან წამოსული მიგრანტი ბრაჰმაკსატრია.[4] ეპითეტი 'ბრაჰმა-კშატრია' გვთავაზობს, რომ სენას წევრები იყვნენ კასტური ბრაჰმინები, რომელბმაც აითვისეს იარაღის პროფესია და გახდნენ კშატრიასები. სენას მეფეები, ასევე, სავარაუდოდ, იყვნენ ბაიდიასები, ისტორიკოს პ.ნ. ჩოპრას თანახმად.[5]

სენას დინასტიის წევრებმა დაიწყეს პალასის მომსახურება, სავარაუდოდ, სამანტასენას დაქვემდებარებაში.[6][7] პალასის დაღმასვლასთან ერთად, მათი ტერიტორია გაფართოვდა ვანგასა და ვარენდრას ნაწილის მიმართულებით, ვიაიასენას მეფობის დასასრულამდე.[7] საბოლოო ჯამში, პალასი დანიდევნა და მთელი მათი ტერიტორია ანექსიას დაექვემდებარა, მიახლოებით 1165 წლის შემდეგ.[7]

კეშავა სენას წარწერა

რედაქტირება

ადილპურსა თუ ედილპურში, ფარიდპურის რაიონის პარგანაში იპოვეს სპილენძის ფირფიტა ახ. წ. 1838 წელს და ფირფიტა ბენგალის აზიურმა საზოგადოებამ შეიძინა. მაგრამ, ამჟამად, კოლექცია განიცდის ფირფიტის ნაკლებობას. სპილენძის ფირფიტის შესახებ ანგარიში გამოქვეყნდა დაკას მიმოხილვასა და ეპიგრაფიკულ ინდიკაში. ფირფიტის წარწერა დაწერილია სანსკრიტის ენაზე და თარიღდება 1136 სამვატის მე-3 ჯიაისთათი, ანუ 1079 წლით. 1838 წლის იანვრისთვის, აზიური საზოგადოების ანგარიშში, სპილენძის ფირფიტის შესახებ ნათქვამია, რომ ბრაჰმანს კეშავა სენას მმართველობის მესამე წელს სამი სოფელი გადაეცა. საჩუქარი მოიცავდა მემამულეების უფლებებს, რომელიც ითვალისწინებდა ტყეში მცხოვრები სუნდარბანსების ტომის დასჯის უფლებასაც.[8] სოფელ ლელიას მიწა გადაეცა კუმარატალაკას მანდალაში, რომელიც მდებარეობს შატატა-პადამავატი-ვისაიაში. კეშავა სენას სპილენძის ფირფიტა აღწერს, რომ მეფე ვალალა სენამ მტრებს ბედის ქალღმერთები წაართვა პალანკინებზე (შივაკა) ყოფნის დროს, ხოლო ვალალა სენას ვაჟმა, ლაქშმანა სენამ (1179–1205 წწ.), ააგო გამარჯვების სვეტები და მსხვერპლშეწირვის ადგილები ვარანასში, ალაჰაბადსა და სამხრეთის ზღვის ადონის სანაპიროზე. სპილენძის ფირფიტა, ასევე აღწერს სოფლებს სწორი მინდვრებით, სადაც საუცხოო ბრინჯი იზრდება, ცეკვასა და მუსიკას ძველ ბენგალში და აყვავებული ყვავილებით მორთულ ქალბატონებს. კეშავა სენას ედილპურის სპილენძის ფირფიტაში ჩაწერილია, რომ მეფემ გაიღო საჩუქარი ნიტიპათაკა ისვარადევა სარმანის სასარგებლოდ სუბჰა-ვარშას ფარგლებში..

საზოგადოება

რედაქტირება

სენას მმართველები წარმოადგენდნენ კასტურ სისტემას ბენგალში.

არქიტექტურა

რედაქტირება

სენას დინასტია ცნობილია ჰინდუს სატაძრო შენობისა და მონასტრების არსებობით, რომელიც მოიცავდა განახლებულ დჰაკეშვარის ტაძარს, რომელიც ახლა მდებარეობს ბანგლადეშში, კერძოდ, დაკაში.

დინასტიამ, ასევე, სავარაუდოდ, ააშენა ტაძარი კაშმირში, რომელიც ცნობილია, როგორც სანკარას გაურეშვარა.[9]

 
ინდუისტური ღვთაების ვიშნუს სკულპტურა სენას პერიოდიდან.

ფულის მოჭრა

რედაქტირება

ბენგალის პოლიტიკურ ისტორიაში, სენას დინასტია ძლევამოსილ მმართველ დინასტიას წარმოადგენდა. სენას ნაწერებში რეგულარულად არის მოხსენიებული სხვადასხვა ფულადი სახელები, როგორიცაა . ეს ტერმინები გულისხმობდა ვერცხლის მონეტას, რომლის წონაა 32 რატი (56,6 გრანი) ან კარშაპანის სასწორს. ტერმინი კაპარდაკა პურანა დანახულია, როგორც გაცვლის საშუალება სენას მეფეებისა და სხვა თანამედროვე მეფეების ხელნაწერებში. კარპადაკა გულისხმობს კაურის; და „პურანა“ დანამდვილებით ვერცხლის მსგავსი მონეტაა. სიტყვათწყობა „კაპარდაკა-პურანა“ ნიშნავს გაცვლის საშუალებას, რომლის ხარისხიც პურანას ან ვერცხლის მონეტის ტოლფასია (56,6 გრანი). მაგრამ, ის რეალურად გამოითვლება პროპორციული საზომით. ბენგალის ტრადიციულ არითმეტიკაში იპოვეს მაგიდა, რომელიც შეიცავდა 1260 კაურებს, ვერცხლის ერთი მონეტის ნაცვლად (პურანა ან დრამა). შესაბამისად, ერთი პურანა და კაპარდაკა უდრის 1280 კაურებს. კაურის ფართო გამოყენების სანდო მტკიცებულება ადრეული შუა საუკუნეების ბენგალში ნაპოვნია პაჰარპურსა და კალგანგას სამარხებში. ადრეულ შუა საუკუნეების ბენგალში შეინიშნებოდა ძვირფასი მონეტების უკმარისობა და კაურების მასშტაბური ბრუნვა ადამიანებს შორის. მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ იმდორინდელი მონეტების ნაკლებობის ახსნას.[10]

დაღმასვლა

რედაქტირება

 


სენას დინასტიის დაღმასვლა დაემთხვა დინასტიის სუსტი მმართველების ხანას. დინასტიამ დაღმასვლა დაიწყო ლაკშამანასენას მმართველობის დროს, რომელიც იყო უკანასკნელი გამორჩეული მეფე. მას ჰყავდა ორი ვაჟი – ვისვარუპასენა და კესავასენა. სავარაუდოდ, ისინი მართავდნენ ბენგალს ახ. წ. 1230-მდე. თუმცა, როგორც ტაბაქატ-ი-ნასირიდან ირკვევა, ლაკშამანასენას შთამომავლები ბენგალს მართავდნენ ახ. წ. 1245–1260-მდე.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

სენას დინასტია და მათი შთამომავლები გაერთიანდნენ კაიასტას კასტურ ჯგუფში, და ისინი ცნობილი გახდნენ, როგორც ბენგალის ახალი-კშატრიასები — აქედან გამომდგინარე, აბუ ლ-ფაზლი მოგვიანებით დაწერს, რომ ბენგალს ყოველთვის მართავდნენ კაიასტასები.[11][12] სენას დინასტიის რეალური კასტური სტატუსი — მუხედავად ანაქრონიზმისა — სადავო რჩება ხალხის მეხსიერებაში. წინამოდერნული ბაიდიას გენეალოგიები ამტკიცებენ, რომ სენას დინასტიას წარმოადგენდნენ.[13][14][15]

მე-16 საუკუნეში, ნეპალის სამხრეთ ნაწილში, ბიჰარის საზღვართან ახლოს, აღზევდა დინასტია, რომელიც იყენებდა სენას გვარს და ამტკიცებდა, რომ ბენგალელი სენას დინასტიის შთამომავალი იყო. მათგან ერთ-ერთმა შტომ შექმნა მაკვანპურის სენას დინასტია, რომელიც ტერიტორიას მართავდა მაკვანპურის გადჰის ციხესიმაგრიდან.[16] სენას დინასტიის ეს განშტოება გაითავისა რეგიონის ადგილობრივი ენა, მაიტილი, რომელი სახელმწიფო ენად გამოცხადდა.[17]

ლიტერატურა

რედაქტირება
 
სენას ხელოვნება, მე-11 საუკუნე.

სენას მმართველები, ასევე იყვნენ ლიტერატურის მფარველები. პალასა და სენას დინასტიების მმართველობის დროს, ბენგალი მნიშვნელოვანი აღმავლობის მოწმე გახდა. ლაკშმანას სენას დინასტიიდან პოეტებს შორის იყვნენ:

  • გოვარდჰანა
  • სარანა
  • ჯაიადევა
  • უმაპატი
  • დჰოი/დჰოინი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. For a map of their territory, see: Schwartzberg, Joseph E. (1978) A Historical atlas of South Asia. Chicago: University of Chicago Press, გვ. 147, map XIV.3 (f). ISBN 0226742210. 
  2. The History of the Bengali Language by Bijay Chandra Mazumdar, p. 50.
  3. Land of Two Rivers: A History of Bengal from the Mahabharata to Mujib by Nitish K. Sengupta, p. 51.
  4. Sen, Sailendra Nath (1999). Ancient Indian History and Civilization (en). New Age International, გვ. 287. ISBN 978-81-224-1198-0. 
  5. Chopra, Pran Nath (1982). Religions and Communities of India. East-West Publications, გვ. 78. ISBN 978-0-85692-081-3. „The Sena kings were probably Baidyas. The evidence of inscriptions shows that a dynasty of Baidya kings ruled over at least a part of Bengal from 1010 AD to 1200 AD. The most famous of these kings is Ballal Sena“ 
  6. Sen, Sailendra (2013). A Textbook of Medieval Indian History. Primus Books, გვ. 35–36. ISBN 978-9-38060-734-4. 
  7. 7.0 7.1 7.2 Furui, Ryosuke (2 July 2019) „6: Towards Brahmanical Systematisation: c. 1100–1250 AD“, Land and Society in Early South Asia: Eastern India 400–1250 AD (en). Routledge, გვ. 188. ISBN 978-1-000-08480-1. 
  8. Hunter, William Wilson (1875), „A statistical account of Bengal, Volume 1“, Google Books, Edinburgh: Murry and Gibbs, https://books.google.com/books?id=9WEOAAAAQAAJ&q=adilpur+copperplate&pg=PA379. წაკითხვის თარიღი: 3 October 2009
  9. Mitra, Rajendralala (1865). „On the Sena Rajas of Bengal“. Journal of the Asiatic Society of Bengal. Asiatic Society of Bengal. 34 part 1 (3): 141–142.
  10. Coins.
  11. Andre Wink (1991). Al-Hind, the Making of the Indo-Islamic World, Volume 1. Brill Academic Publishers, გვ. 269. ISBN 978-90-04-09509-0. ციტირების თარიღი: 3 September 2011. 
  12. Eaton, Richard Maxwell (1996). The Rise of Islam and the Bengal Frontier, 1204–1760. University of California Press, გვ. 102–103. ISBN 978-0-52020-507-9. 
  13. Chatterjee, Kumkum (1 October 2010). „Scribal elites in Sultanate and Mughal Bengal“. The Indian Economic & Social History Review (ინგლისური). 47 (4): 445–472. doi:10.1177/001946461004700402. ISSN 0019-4646. S2CID 143802267.
  14. Chatterjee, Kumkum (1 September 2005). „Communities, Kings and Chronicles: The Kulagranthas of Bengal“. Studies in History (ინგლისური). 21 (2): 173–213. doi:10.1177/025764300502100203. ISSN 0257-6430. S2CID 144413665.
  15. Sircar, Dineschandra (1971). Studies in the Religious Life of Ancient and Medieval India (en). Motilal Banarsidass Publ.. ISBN 978-81-208-2790-5. „It may be added that the Senas themselves came to be regarded as Vaidyas in the Vaidya Kula-pañjikās.“ 
  16. Basudevlal Dad (2014). „The Sena Dynasty: From Bengal to Nepal“. Academic Voices. 4.
  17. Das, Basudevlal (2013). „Maithili in Medieval Nepal: A Historical Apprisal“. Academic Voices. 3: 1–3. doi:10.3126/av.v3i1.9704.

ლიტერატურა

  • Early History of India 3rd and revised edition by Vincent A Smith
  • Siddiq, Mohammad Yusuf (2015), Epigraphy and Islamic Culture:Inscriptions of the Early Muslim Rulers of Bengal (1205–1494), Routledge Contemporary South Asia Series
  • Majumdar, R. C. (1971). History of Ancient Bengal. Calcutta: G. Bhardwary & Co.

სასარგებლო ბმულები

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სენას_დინასტია“-დან