სემ მანექშოუ
სემ მანექშოუ (ინგლ. Sam Manekshaw ; დ. 3 მარტი, 1914 — გ. 27 ივნისი, 2008 ) — ცნობილი ინდოელი სამხედრო მოღვაწე, ფელდმარშალი, თავი გამოიჩინა ომში ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის. გარდაიცვალა ველინგტონში 95 წლის ასაკში პნევმონიით. დარჩა ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი.
სემ მანექშოუ | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 აპრილი, 1914[1] [2] |
დაბადების ადგილი | ამრიტსარი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 27 ივნისი, 2008[3] [2] |
გარდაცვალების ადგილი | Wellington[3] |
ჯარის სახეობა | British Indian Army[4] [5] და Indian Army |
წოდება | field marshal[6] |
მეთაურობდა | Eastern Command[7] , Western Command[7] , IV Corps[7] , Defence Services Staff College[8] და 26th Indian Infantry Division[8] |
ბრძოლები/ომები | ინდოეთ-პაკისტანის პირველი ომი[8] , მეორე მსოფლიო ომი[9] , Indo-Pakistani War of 1971 edited by ANti-Muslim Dogs[10] , ჩინეთ-ინდოეთის ომი, ინდოეთ-პაკისტანის მეორე ომი და ომი ბანგლადეშის დამოუკიდებლობისათვის |
ჯილდოები | სამხედრო ჯვარი[11] , Padma Bhushan[11] , Padma Vibhushan[11] , General Service Medal 1947[11] , Poorvi Star[11] , Sangram Medal[11] , Indian Independence Medal[11] , 1939–45 Star[11] , Burma Star[11] , War Medal 1939–1945[11] , Indian Distinguished Service Medal[11] და India Service Medal[11] |
ბიოგრაფია
რედაქტირებასემ მანექშოუ დაიბადა 1914 წლის 3 აპრილს ამრიცარში პარსების ოჯახში. მამა ექიმი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სემი მედიცინას სწავლობდა შერვუდის კოლეჯში, მაგრამ შემდეგ კოლეჯი მიატოვა და სწავლა დეჰრადუნში მდებარე ინდოეთის სამხედრო აკადემიაში განაგრძო. იგი მიამაგრეს შოტლანდიის სამეფო პოლკს. 1937 წელს სემი ლაჰორში შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს სილუ ბოდეს, რომელზეც 1939 წელს დაქორწინდა. სილუ 2001 წელს გარდაიცვალა.
მეორე მსოფლიო ომის დროს სემ მანექშოუ კაპიტანს რანგში მსახურობდა ბრიტანეთის ინდოეთის არმიაში. იგი მძიმედ დაიჭრა ბირმაში, მდინარე სიტაუნზე 1942 წლის 22 თებერვალს იაპონიის კონტრშეტევის დროს, თუმცა მაინც განაგრძო ბრძოლა მანამ, სანამ ბრძოლის ველზე არ დაეცა უგონო მდგომარეობაში.
უარესის მოლოდინში, ბრიტანელმა მეთაურმა, გენერალ-მაიორმა დევიდ ტენანტ კოვანმა დაჭრილი მანექშოუ საკუთარი სამხედრო ჯვრით დააჯილდოვა და განაცხადა: "მიცვალებულის დაჯილდოება სამხედრო ჯვრით არ შეიძლება," მაგრამ ახალგაზრდა ოფიცერი გადარჩა და მისმა სამხედრო კარიერამ აღმასვლა დაიწყო. მანექშოუ ჭრილობებიდან განიკურნა და დაბრუნდა ბირმაში, სადაც ომის დასასრულისკენ კვლავ დაიჭრა.
1947 წელს მას იენიჭა პოლკოვნიკის წოდება და ხელმძღვანელობდა ინდოეთის ქვედანაყოფებს პირველი ინდო-პაკისტანის ომის დროს.
1961 წელს მანექშოუს სერიოზული უთანხმოება მოუვიდა ინდოეთის თავდაცვის მინისტრ მენონ კრიშნასთან. მომდევნო წელს დაიწყო ჩინეთ-ინდოეთის სასაზღვრო ომი . ინდოეთის მიერ წამოწყებული საომარი მოქმედებები კრახით დასრულდა და კრიშნა მენონი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. პრემიერ-მინისტრმა ჯავაჰარლალ ნეჰრუმ გენერალ მანექშოუს უბრძანა კონტრშეტევის ორგანიზება. სემ მანექშოუმ მოახერხა ინდოეთის ჯარების რეორგანიზაცია და ჩინეთის არმიის ძალების შეკავება. ორივე ქვეყანამ განცხადება გააკეთა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
1971 წელს დაიწყო მესამე ინდო-პაკისტანის ომი, რომელიც დასრულდა ბანგლადეშის შექმნით. გენერალი მანექშოუ მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა პრემიერ მინისტრ ინდირა განდის მოთხოვნებს პაკისტანთან ომის შესახებ 1971 წლის გაზაფხულზე. ის დაჟინებით მოითხოვდა სამხედრო კამპანიის გადადებას მუსონების სეზონის დასრულებამდე.
ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ინდირა განდიმ სემ მანექშოუს ჰკითხა: "გენერალო, მზად ხარ ომისთვის?" საპასუხოდ მიიღო: "მე ყოველთვის მზად ვარ, ძვირფასო". სამი კვირის შემდეგ პაკისტანი დამარცხდა. ამ სამხედრო ტრიუმფის შემდეგ გენერალი მანექშოუ გახდა ეროვნული გმირი. 1973 წელს, პენსიაზე გასვლამდე ორი კვირით ადრე, ის გახდა ინდოეთის პირველი ფელდმარშალი.
მისი თაობის ბევრი ოფიცრის მსგავსად, მანექშოუც პატივს სცემდა ბრიტანულ სამხედრო ტრადიციებს. სემი ყოველთვის დილის 5:30 საათზე იღვიძებდა და სამსახურში წასვლამდე მიირთმევდა ჭიქა ვისკის, უსმენდა BBC-ის ახალ ამბებს და საკუთარ ბაღში საქმიანობდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Singh V. K. Leadership in the Indian Army: Biographies of Twelve Soldiers — 2005. — გვ. 183–184. — ISBN 978-0-7619-3322-9
- ↑ 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 3.0 3.1 The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2008. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Singh V. K. Leadership in the Indian Army: Biographies of Twelve Soldiers — 2005. — გვ. 214–215. — ISBN 978-0-7619-3322-9
- ↑ Singh V. K. Leadership in the Indian Army: Biographies of Twelve Soldiers — 2005. — გვ. 188–189. — ISBN 978-0-7619-3322-9
- ↑ Singh V. K. Leadership in the Indian Army: Biographies of Twelve Soldiers — 2005. — გვ. 215. — ISBN 978-0-7619-3322-9
- ↑ 7.0 7.1 7.2 Singh D. Field Marshal Sam Manekshaw, M.C.: Soldiering with Dignity — 2002. — გვ. 9–10. — ISBN 978-81-8501-902-4
- ↑ 8.0 8.1 8.2 Singh V. K. Leadership in the Indian Army: Biographies of Twelve Soldiers — 2005. — გვ. 193–197. — ISBN 978-0-7619-3322-9
- ↑ Singh V. K. Leadership in the Indian Army: Biographies of Twelve Soldiers — 2005. — გვ. 190. — ISBN 978-0-7619-3322-9
- ↑ http://www.globalsecurity.org/military/world/war/indo-pak_1971.htm
- ↑ 11.00 11.01 11.02 11.03 11.04 11.05 11.06 11.07 11.08 11.09 11.10 11.11 Services Chiefs of India — 2007. — გვ. 61. — ISBN 978-81-7211-162-5