სელმა რიზა
სელმა რიზა ფერაჯელი (თურქ. Selma Rıza Feraceli; დ. 5 თებერვალი, 1872, ოსმალეთის იმპერია — გ. 5 ოქტომბერი, 1931, სტამბოლი, თურქეთი) — პირველი თურქი ქალი ჟურნალისტი. აგრეთვე, ის იყო თურქეთის ადრეული ნოველისტებიდან ერთ-ერთი. მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა ნათესავებმა ფარაჯელის გვარი აიღეს, შედეგად, ზოგჯერ იგი ასევე ცნობილია, როგორც სელმა რიზა ფერაჯელი.
სელმა რიზა | |
---|---|
მშობლიური სახელი | Selma Rıza |
დაბადების სახელი | Selma Rıza Feraceli |
დაბადების თარიღი |
5 თებერვალი 1872 ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
5 ოქტომბერი, 1931 (59 წლის) სტამბოლი, თურქეთი |
ეროვნება | თურქი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
ალმა-მატერი | სორბონის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, ნოველისტი |
ორგანიზაცია |
კავშირისა და პროგრესის კომიტეტი თურქეთის წითელი ნახევარმთვარე |
ცნობილია როგორც | პირველი თურქი ქალი ჟურნალისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებარიზა დაიბადა 1872 წლის 5 თებერვალს.[1] მამამისი, ალი რიზა, ოსმალეთის იმპერიის დიპლომატი იყო ავსტრია-უნგრეთში, ხოლო დედამისი, ნაილე ავსტრიელი იყო.
კონსტანტინოპოლში კერძო პედაგოგებთან განათლების მიღების შემდეგ, ის 1898 წელს პარიზში გადავიდა, სადაც თავის ძმას, აჰმეთ რიზას შეხვდა, რომელიც ახალგაზრდა თურქთა მოძრაობის წევრი იყო.[2] სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში და იყო კავშირისა და პროგრესის კომიტეტის (CUP) წევრი, სადაც კომიტეტის ერთადერთი ქალი წევრი იყო.[2] წერდა პარიზში CUP-ის მიერ გამოცემულ ორ გაზეთში, კერძოდ, ფრანგულენოვან Mechveret Supplément-ისა და თურქულენოვან Şura'i Himmet-სთვის. 1908 წელს დაბრუნდა სტამბოლში, სადაც ასევე ორი გაზეთისთვის წერდა, კერძოდ, Hanımlara Mahsus Gazete-სა („გაზეთი ქალბატონებისათვის“) და Kadınlar Dünyası-სთვის („ქალბატონების სამყარო“). ასევე თურქეთის წითელი ნახევარმთვარის გენერალური მდივანი იყო, 1908-1913 წლებში. ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელ წლებში, იგი აქტიურად მუშაობდა ადილე სულთანის სასახლის გადმოცემის საკითხზე, რადგან სურდა შენობაში გოგონების სკოლა დაერსებინა. მისი ძმის დახმარებით, მან წარმატებას მიაღწია და სასახლე გამოყენებული იყო, როგორც კანდილის ანატოლიის უმაღლესი სკოლა გოგოებითვის , რომელმაც არსებობა 1986 წლამდე გააგრძელა, როდესაც ის ნაწილობრივ დაწვეს.[3][4]
გარდაიცვალა 1931 წლის 5 ოქტომბერს, სტამბოლში.[1]
1892 წელს, როდესაც იგი მხოლოდ ოცი წლის იყო, დაწერა გამოუქვეყნებელი რომანი სახელწოდებით Uhuvvet („მეგობრობა“). რომანი, 1999 წელს, კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნდა, მისი სიკვდილიდან ხანგრძილივი დროის შემდეგ.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 [Writers of turkey page (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-31. ციტირების თარიღი: 2018-03-22. Writers of turkey page (თურქული)]
- ↑ 2.0 2.1 [Women's movement page (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-11. ციტირების თარიღი: 2018-03-22. Women's movement page (თურქული)]
- ↑ 3.0 3.1 ქალთა მუზეუმის საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-27. ციტირების თარიღი: 2018-03-22.
- ↑ [Adile sultan palace page (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-28. ციტირების თარიღი: 2018-03-22. Adile sultan palace page (თურქული)]