სელინ შიამა
სელინ შიამა (ფრანგ. Céline Sciamma; დ. 12 ნოემბერი, 1978, პონტოიზი, საფრანგეთი) — ფრანგი სცენარისტი და კინორეჟისორი. შიამას ფილმებში მნიშვნელოვანი თემებია გენდერი და ქალთა სექსუალობა.
სელინ შიამა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
12 ნოემბერი, 1978 პონტოიზი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგი |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 2004-დღემდე |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაშიამა პონტოიზში, საფრანგეთის გარეუბანში გაიზარდა.
La Fémis-ში, საფრანგეთის კინოსკოლაში ჩარიცხვამდე, შიამა ლიტერატურას შეისწავლიდა.[1] ბავშვობაში ხშირად კითხულობდა წიგნებს, ხოლო კინოთი თინეიჯერობისას დაინტერესდა. მისი პირველი ორიგინალური სცენარი ფილმისთვის „დუმფარები“ დაწერა. ქსავიე ბოვუამ, მისმა მენტორმა FEMIS-ში, უბიძგა მას კინო-კარიერისკენ. [2]კინოსკოლის დამთავრების შემდეგ შიამამ ფილმების გადაღება დაიწყო.
კინოკარიერა
რედაქტირება2007 მისი სარეჟისორო დებიუტი ფილმით შედგა ფილმით „დუმფარები“. მისი ჩვენება 2007 წელს კანის კინოფესტივალზე გაიმართა. იგი 2008 წელს „სეზარის“ სამი ნომინაციის გამარჯვებული გახდა. შიამა ნომინირებული იყო საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში.
2009 წელს შიამამ თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „პოლინი“ გადაიღო, რომელიც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას ეხებოდა და საფრანგეთის მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული. ფილმი გადაიღო კამპანიის ფარგლებში, სახელწოდებით „ხუთი ფილმი ჰომოფობიის წინააღმდეგ“.
სარეჟისორო კარიერასთან ერთად, შიამა სცენარისტადაც მუშაობს, კოლაბორაციები აქვს სხვადასხვა რეჟისორებთან. 2016 წელს მან ანდრე ტეშინთან ერთად ფილმის „17 წლისად ყოფნა“ სცენარი დაწერა. [3]
შიამას მეოთხე სრულმეტრაჟიანი ფილმის, „ალმოდებული ქალის პორტრეტის“ გადაღებები 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარის კატეგორიაში გაიმარჯვა და „ქუეერ პალმის რტოც“ მიიღო, რითიც შიამა პირველი ქალი რეჟისორი გახდა, ვინც ამ ჯილდოს მოპოვება შეძლო. ფილმი ასევე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში.
შიამა „ალმოდებული ქალის პორტრეტზე“ Vulture-სთან ინტერვიუში ამბობს: „...მინდოდა ქალი მხატვრები. მე-18 საუკუნეში ბევრი ქალი მხატვარი იყო - ათასობით... მე კონკრეტულ დროზე, 1770 წელზე, ფრანგულ რევოლუციამდელ პერიოდზე ვყვები. ლეგიტიმურად მივიჩნიე, რომ ამბავი სწორედ ამ დროზე მომეთხრო, რადგან საკითხების გამოკვლევა შეგვეძლო, მარჩიელობა არ გვიწევდა“.[4] ფილმში მთავარ როლებს ნაომი მერლანი, ადელ ჰაენელი, ვალერია გოლინო და სხვები ასრულებენ.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაშიამა ღიად გამოხატავს თავის სექსუალობას. კანის კინოფესტივალზე თქვა, რომ იგი ჰომოსექსუალია.[5] 2014 წელს, „სეზარის“ დაჯილდოებაზე, ადელ ჰაენელმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ იგი რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფება სელინ შიამასთან. ისინი 2007 წელს, შიამას ფილმისს, „დუმფარების“ გადაღებებზე შეხვდნენ, ხოლო 2018 წლის დასასრულს დაშორდნენ.[6] ჰაენელი „ალმოდებული ქალის პორტრეტში“ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა.
სტილი
რედაქტირებაშიამა თანამშრომლობს ოპერატორ კრისტელ ფურნიესთან, რომელიც „ქალიშვილობის“ ტრილოგიის ოპერატორიც იყო.
შიამას ფილმებში ხშირად თამაშობენ მოყვარული მსახიობები. მის სამ ფილმში („დუმფარები“, „პოლინი“, „ალმოდებული ქალის პორტრეტი“) უთამაშია მსახიობ ადელ ჰაენელს.
შიამა თვლის, რომ ფილმში პერსონაჟის გამოხატვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სტილი და ტანსაცმელია, ამიტომაც იგი ხშირად არის თავისი ფილმების კოსტუმების დიზაინერი.[7]
შიამას უთქვამს, რომ დევიდ ლინჩის ფილმებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინეს. ვირჯინია ვულფს „საუკეთესო რომანისტად“, ხოლო შანტალ აკერმანს „ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეჟისორად“ მიიჩნევს.[8]
ფილმოგრაფია
რედაქტირებასრულმეტრაჟიანი ფილმები (რეჟისორი, სცენარისტი)
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2007 | ფ | „დუმფარები“ | Water Lillies | რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი |
2011 | ფ | „უტიფარი“ | Tomboy | რეჟისორი, სცენარისტი |
2014 | ფ | „ქალიშვილობა“ | Girlhood | რეჟისორი, სცენარისტი |
2019 | ფ | „ალმოდებული ქალის პორტრეტი | Portrait of a Lady on Fire | რეჟისორი, სცენარისტი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://web.archive.org/web/20200114130216/https://www.timeout.com/london/film/caline-sciamma-interview
- ↑ https://www.timeout.com/barcelona/film/celine-sciamma-talks-tomboy
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-16. ციტირების თარიღი: 2020-12-17.
- ↑ https://www.vulture.com/2020/03/portrait-of-a-lady-on-fire-q-and-a-cline-sciamma-adle-haenel.html
- ↑ http://gomag.com/article/interview_director_celine/
- ↑ https://www.indiewire.com/2019/12/portrait-of-a-lady-on-fire-filmmaker-celine-sciamma-interview-1202193537/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-27. ციტირების თარიღი: 2020-12-17.
- ↑ https://france-amerique.com/en/celine-sciamma-the-french-director-winning-over-u-s-critics/