სენტ-ენდრიუსი
სენტ-ენდრიუ (ინგლ. St Andrews; ლათ. S. Andrea(s);[1] შოტლ. Saunt Aundraes;[2] შოტ.-გელ. Cill Rìmhinn)[3] — ქალაქი შოტლანდიაში, გაერთიანებული სამეფოს ჩრდილოეთ ნაწილში. შოტლანდიის დედაქალაქი ედინბურგი სენტ-ენდრიუსგან ჩრდილო-აღმოსავლეთით 16 კილომეტრში, ხოლო ქალაქი დანდი 50 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის მოსახლეობა 2011 წელს 16,800 ადამიანს შეადგენდა.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
სენტ-ენდრიუსი | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
კოორდინატები | 56°20′20″ ჩ. გ. 2°47′56″ დ. გ. / 56.33889° ჩ. გ. 2.79889° დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 24 მეტრი |
მოსახლეობა | 17 580 (2016) |
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 |
სატელეფონო კოდი | 01334 |
საფოსტო ინდექსი | KY16 |
ოფიციალური საიტი | http://www.standrews.org.uk |
ქალაქში განლაგებულია სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი, საჯარო უნივერსიტეტი ქალაქ სენტ-ენდრიუში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მესამე უძველესი ინგლისურენოვანი უნივერსიტეტი მსოფლიოში.[შენ. 1] სენტ-ენდრიუ არის პირველი შოტლანდიის ოთხ უძველეს უნივერსიტეტს შორის და, ოქსფორდისასა და კემბრიჯის შემდეგ, არის მესამე უძველესი უნივერსიტეტი გაერთიანებულ სამეფოსა და ინგლისურენოვან სამყაროში. უნივერსიტეტი 1413 წელს დაარსდა ავინიონის[შენ. 2] ანტიპაპი ბენედიქტე XIII-ის ბულის[შენ. 3] საფუძველზე.
შენიშვნები
რედაქტირება- ↑ ბრიტანული ოქსფორდისასა და კემბრიჯის შემდეგ.
- ↑ ავინიონის ტყვეობა პერიოდი კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში, როდესაც პაპების რეზიდენცია იმყოფებოდა არა რომში, არამედ — ავინიონში.
- ↑ ბულა — რომის პაპის მიერ გამოცემული დეკრეტი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Variously Sancto Andrea, civitas Sancti Andrea, urbs Sancti Andreæ, urbs Sancti Andree, Sanctus Andrea, &c.
- ↑ Scotslanguage.com - Names in Scots - Places in Scotland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-08. ციტირების თარიღი: 2020-03-17.
- ↑ Ainmean-Àite na h-Alba (AÀA) – Gaelic Place-names of Scotland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2020-03-17.