სევასტიის თემი
სებასტიის თემი (ბერძ. θέμα Σεβαστείας) ბიზანტიის იმპერიის სამეხდრო პროვინცია. თემი მდებარეობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ კაპადოკიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე.
ისტორია
რედაქტირებათავდაპირველად, თემი ქალაქ სებასტიის (თანამედროვე სივასი) გარშემო ჩამოყალიბდა. რეგიონი VII საუკუნიდან[1] არმენიაკონის ნაწილს წარმოადგენდა. X საუკუნემდე თემი არცერთ წყაროში არ არის ნახსენები[2], მხოლოდ 908 წელს, სებასტია ისტირიულ წყაროებში პირველად გამოჩნდა, როგორც გამაგრებული სასაზღვრო ოლქი, 911 წელს კი თემის სტატუსი მიიღო[1][3].
თემი ბიზანტიის თითქმის მთელ საზღვრისპირა რეგიონს მოიცავდა, მისი აღმოსავლეთ საზღვრები მდინარე ევფრატს მიუყვებოდა. სამხრეთ-აღმოსავლეთით ის მალათია, სამოსატა და ტეფრიკამდე ვრცელდებოდა, რაც უხეშად ემთხვევა რომის არმენიის პროვინციის საზღვრებს. X საუკუნის მეორე ნახევრიდან თემის ზომები ბევრად შემცირდა ახალი თემების შექმნის ხარჯზე[1][4].
X საუკუნეში რეგიონმა განიცადა სომხების დიდი შემოდინება, რომლებიც მალევე რეგიონის დომინანტურ მოსახლაობად იქცა. 1019-1021 წლებში, სებასტია და მიმდებარე ტერიტორიები, ფეოდალური წესისამებრ, გადასცეს სომეხ სენექერიმ არწრუნის, იმპერიაში ვასურპაკანის სამეფოს შემოერთების სანაცვლოდ. 1074 წლიდან, მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტიის დამარცხების შემდეგ, არწრუნი დამოუკიდებლად მართავდა ტერიტორიას. 1090 წელს კი თურქ-სეკჩუკებმა დაიპყრეს[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (1991) The Oxford Dictionary of Byzantium. New York, New York and Oxford, United Kingdom: Oxford University Press. ISBN 978-0-19-504652-6.
- (2001) Catalogue of Byzantine Seals at Dumbarton Oaks and in the Fogg Museum of Art, Volume 4: The East. Washington, District of Columbia: Dumbarton Oaks Research Library and Collection. ISBN 0-88402-282-X.
- Pertusi, A. (1952). Constantino Porfirogenito: De Thematibus (Italian). Rome, Italy: Biblioteca Apostolica Vaticana.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Kazhdan 1991, p. 1861–1862.
- ↑ Pertusi 1952, p. 142.
- ↑ McGeer, Nesbitt და Oikonomides 2001, p. 128.
- ↑ Pertusi 1952, p. 142–143.