საჰაერო დარტყმა ბალაკოტზე (2019)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
საჰაერო დარტყმა ბალაკოტზე (2019)
თარიღი 26 თებერვალი, 2019
შედეგი ბალაკოტში JEM ტერორისტული ბანაკის განადგურება (ინდოეთის მხარის მიხედვით)
მხარეები
ინდოეთი პაკისტანი
ძალები
12 Dassault Mirage 2000 თვითმფრინავი უცნობია
დანაკარგები
მსხვერპლი და ნგრევა არ არის. (პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადების მიხედვით)

საჰაერო თავდასხმა ბალაკოტზე — განხორციელდა 2019 წლის 26 თებერვალს, როდესაც  ინდოეთის საჰაერო ძალების Dasso Mirage 2000-მა გადაკვეთა ქაშმირის  საკონტროლო ხაზი, რათა განეხორციელებინა საჰაერო შეტევა  პაკისტანში განლაგებულ სავარაუდო ტერორისტულ სასწავლო ბანაკზე ორი კვირით ადრე განხორციელებული  პულვამას თავდასხმის საპასუხოდ (45 დაღუპული).

ინდოეთის საინფორმაციო წყაროების ცნობით, თვითმფრინავებმა გაანადგურეს ბალაკოტში განლაგებული ტერორისტული ორგანიზაციის "ჯაიშ-ე-მუჰამედის" ბანაკი, მოკლეს ბოევიკების დაუზუსტებელი რაოდენობა და უვნებელი დაბრუნდნენ ინდოეთის საჰაერო სივრცეში.[1]

პაკისტანის მხარის ცნობით, თვითმფრინავებმა დაარღვიეს ქვეყნის საჰაერო სივრცე მუზაფარაბადთან ახლოს, რის საპასუხოდაც პაკისტანმა გაუშვა თავისი F-16-ები, აიძულა მოწინააღმდეგე მხარის თვითმფრინავები უკან დაეხიათ ინდოეთის საჰაერო სივრცეში.  შედეგად, პაკისტანის ცნობით, მსხვერპლი და ნგრევა არ მომხდარა.

ამ ინციდენტის შემდეგ, ინდოეთის და პაკისტანის ჯარებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს საკონტროლო ხაზის გასწვრივ.

ეს საჰაერო თავდასხმა პირველი იყო, რომელიც განხორციელდა 1971 წლის ომის შემდეგ, როდესაც ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა გადაკვეთეს საკონტროლო ხაზი და პირველი მას შემდეგ, რაც ინდოეთი და პაკისტანი ბირთვული სახელმწიფოები გახდნენ.[2]

წინაპირობები

რედაქტირება

ქაშმირში აჯანყება დაიწყო 1989 წელს, მაგრამ  2016 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც ინდოეთის მხარემ მოკლა პოპულარული მეამბოხე ლიდერი ბურხან ვანი. 2018 წელს 500-ზე მეტი ადამიანი (მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები და ბოევიკები) სასტიკად მოკლეს.

2019 წლის 14 თებერვალს ჯამუ-სრინაგარის ეროვნულ გზატკეცილზე პულვამას რაიონში (ჯამუ და ქაშმირი) უსაფრთხოების პერსონალის მანქანების კოლონას თავს დაესხა თვითმკვლელი ტერორისტი,  თავდასხმის შედეგად დაიღუპა 46 ცენტრალური რეზერვის პოლიციელი და თავად ტერორისტი.  დამნაშავე ქაშმირიდან გახლდათ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო პაკისტანში დაფუძნებულმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჯაიშ-ე მუჰამედმა" (JEM). პაკისტანმა დაგმო თავდასხმა და უარყო მასთან რაიმე კავშირი. ამასთან, ისლამაბადს არავითარი რეაქცია არ მოუხდენია ამ ტერაქტის ორგანიზატორების განადგურების მოთხოვნაზე.

ავიაიერიში ინდოეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს მოხდა. 19 თებერვალს პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა გაამჟღავნა ინდოეთის მთავრობის სურვილი პაკისტანზე თავდასხმა განეხორციელებინა  არჩევნების გზით. ინდოეთის მთავრობამ უარყო ეს განცხადება.[3]

ინციდენტი

რედაქტირება

2019 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით დილის 3:30 საათზე, ინდოეთის საჰაერო ძალების 12-მა გამანადგურებელმა Dassault Mirage 2000-მა ბალაკოტის მახლობლად, პაკისტანის ტერიტორიის სიღრმეში განახორციელა საჰაერო დარტყმები.  მოქმედება გაგრძელდა არაუმეტეს 90 წამისა. ინდოეთის გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს ექვსი 1000 კილოგრამიანი მართვადი ლაზერული ბომბი.

სამიზნე იყო "ჯაიშ-ე-მუჰამედის" (JEM) ბანაკი, ბალაკოტიდან 20 კმ-ში, რომელიც ინდოეთის დაზვერვის თანახმად, მდებარეობდა გორაკზე მდებარე ტყეში; ეს გახლავთ საკურორტო ადგილი 500-700 მებრძოლისთვის,  აუზით, მზარეულებით და დამლაგებლებით. ვიკილიქსის თანახმად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის 2004 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბალაკოტი ახორციელებდა ტერორისტების  როგორც საბაზისო, ასევე გაძლიერებულ   მომზადებას.

ისლამური რესპუბლიკის საჰაერო თავდაცვითი სისტემებს არ ჰქონდათ დრო, რომ ეპასუხათ დარბევაზე.

შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დარტყმები იყო "არასამხედრო" და "გამფრთხილებელი" ხასიათის და მიმართული იყო პაკისტანში "ჯაიშ-ე-მუჰამედის" ობიექტის წინააღმდეგ. ზოგიერთი ინდური საინფორმაციო არხი ასევე იტყობინებოდა  ინდოეთის მხრიდან მეტი საჰაერო თავდასხმების შესახებ ტერორისტების ობიექტებზე ჩაკოტსა და მუზაფარაბადში.

პაკისტანის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს ინდოეთის თვითმფრინავების შეჭრა პაკისტანის საჰაერო სივრცეში, მაგრამ განაცხადეს, რომ ინდოეთის ფლოტი  შეაჩერეს, რომელიც იძულებული გახდა გადაეყარა ტვირთი და დაეცალა საწვავი ღია სივრცეში.   პრეს ბრიფინგზე ISPR-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა ასიფ ღაფურმა განაცხადა, რომ 26 თებერვალს, დილით ადრე,  სხვადასხვა სექტორიდან დაინახეს პაკისტანის საზღვართან მიახლოებული სამი ჯგუფი. მან დასძინა, რომ ორმა არ გადაკვეთა საზღვარი პაკისტანის საჰაერო საბრძოლო თვითმფრინავების გამოძახების შემდეგ, მაგრამ მესამემ გაარღვია საკონტროლო ხაზი კირანის ხეობიდან მუზაფარაბადის მახლობლად, ვიდრე პაკისტანის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა არ დააკავეს შეჭრიდან სამ წუთში. პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა პერვეზ ხატაკმა განაცხადა, რომ პაკისტანის საჰაერო ძალებმა არ უპასუხეს იმ მომენტში, რადგან "ვერ შეაფასეს ზარალის ზომა".[4][5]

ინდოეთი აცხადებდა, რომ ბანაკი  250-300 ტერორისტთან ერთად იყო განადგურებული,  "ლიკვიდირებული იქნა ჯაიშ-ე-მუჰამედის" ტერორისტების, ინსტრუქტორების, უფროსი მეთაურებისა და ჯიჰადისტური ჯგუფების ძალიან დიდი რაოდენობა, რომლებიც ინდოეთის ტერიტორიაზე მორიგი თვითმკვლელი თავდასხმის განსახორციელებლად ემზადებოდნენ"; სხვადასხვა მედია საშუალებები, სხვადასხვა რიცხვს აცხადებდნენ. ინდოეთის პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აჯიტ დოვალმა თქვა, რომ ეს არ იყო მხოლოდ უბრალო ბანაკი, რომელიც განადგურდა. ოპერაციის დროს, რიგით ტერორისტებთან ერთად, მოკლეს ისლამისტური ორგანიზაციის სარდლობის 25 წარმომადგენელი, მათ შორის ისინი, ვინც დაგეგმეს და განახორციელეს ტერაქტი პულვამაში.

ამავდროულად, NDTV იტყობინებოდა, რომ "ჯაიშ-ე-მუჰამედმა"  თავის ინსტრუქტორებთან და სხვა მებრძოლებთან ერთად, მრავალი ახალწვეული წაიყვანა აზად ქაშმირიდან ბალაკოტ თეხსილში, აზად - ქაშმირისა და ხაიბერ - პახტუნხვას საზღვარზე.[6]

დიპლომატებმა და ანალიტიკოსებმა გამოთქვეს ეჭვი დარტყმის ეფექტურობასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ საზღვრის გასწვრივ ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებები უკვე აღარ იქნებოდნენ მას შემდეგ, რაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ  საპასუხო იერიშს განახორციელებდა პულვამას თავდასხმის შემდეგ.

ადგილობრივი მოსახლეობის აზრები ორად გაიყო. ზოგი ამტკიცებდა, რომ ეს იყო  "ჯაიშ-ე-მუჰამედის"  აქტიური სასწავლო ბანაკი, სხვების აზრით, ეს იყო მხოლოდ სკოლა ადგილობრივი ბავშვებისთვის,  ხოლო ასეთი სამხედრო ბანაკები არსებობდა უფრო ადრე. ტერიტორიის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ოთხი ბომბი მეზობელ ტყესა და მინდორს დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხვდა, დააზიანა შენობა და დაშავდა ადგილობრივი მცხოვრები. "ალ - ჯაზირას" გადამღები ჯგუფი ეწვია ტერიტოტრიას დარტყმებიდან ორი დღის შემდეგ. დააფიქსირა მიმოფანტული დაზიანებული  ფიჭვის ხეები და კლდის ნაწილები.  ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებდნენ, რომ დაშავებულები და დაჭრილები არ უნახიათ. ჟურნალისტებმა "ჯაიშ-ე-მაჰამედის" მიერ მართული სკოლა ერთ-ერთი ბომბის კრატერიდან აღმოსავლეთით დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე, ციცაბო ქედის თავზე აღმოაჩინეს, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწიეს. Associated Press-ის ჟურნალისტებმა ტერიტორია 26 თებერვალს მოინახულეს. მოსახლეობა დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებდა. სატელიტური მონაცემების ანალიზმა, ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტიდან, ნათან რუზერმა აღნიშნა, რომ არ არსებობს რაიმე თვალსაჩინო მტკიცებულება ინდოეთის პრეტენზიების დასადასტურებლად.[7]

შედეგები

რედაქტირება

ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნში მოვიდა. ინდოეთის საჰაერო ძალებმა განალაგეს საჰაერო თავდაცვის სისტემები საერთაშორისო საზღვრისა და კონტროლის ხაზის გასწვრივ, რათა პაკისტანის საჰაერო ძალების ნებისმიერ საპასუხო მოქმედებაზე შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ..

ამ ინციდენტის შემდეგ, ინდოეთისა და პაკისტანის ჯარებმა  კონტროლის ხაზის გადაღმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს; პაკისტანის ცნობით, ინდოეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 11 დაიჭრა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შაჰ მეჰმუდ ყურეშიმ საგანგებო შეხვედრა მოიწვია ისლამაბადში, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების ვითარების განსახილველად. მან ასევე განაცხადა, რომ პაკისტანი გადაიყვანდა საერთაშორისო მედიას თავდასხმის ზონაში. ვერტმფრენები ემზადებიან, მაგრამ ცუდი ამინდის გამო ფრენას მხოლოდ მაშინ შეძლებენ, როცა ამინდი დაუშვებს.

ANI (Asian News International) -მ განაცხადა რომ გამოაქვეყნა   "ჯაიშ-ე-მუჰამედის" სავარაუდო ბანაკის  და იარაღის საცავის ფოტოები, რომელიც დაზვერვამ მოიპოვა. ჩატარებული აქციის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიჯაი გოხალემ აცნობა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ავსტრალიის, ინდონეზიის, თურქეთის, ჩინეთის და ASEAN-ის ექვსი ქვეყნების უცხოელ დიპლომატებს.[8][9]

საპასუხო დარტყმა

რედაქტირება

2019 წლის 27 თებერვალს პაკისტანის საჰაერო ძალებმა განახორციელეს საჰაერო თავდასხმა ინდოეთში მდებარე სამიზნეებზე; ამავდროულად, გაიმართა საჰაერო ბრძოლა ინდოეთის საჰაერო ძალების საავიაციო ჯგუფებსა და პაკისტანის საჰაერო ძალებს შორის, დანაკარგები ორივე მხრიდან იყო.[10][11]

  1. Jeffrey Gettleman; Hari Kumar; Samir Yasir (2 March 2019), "Deadly Shelling Erupts in Kashmir Between India and Pakistan After Pilot Is Freed", The New York Times, On Wednesday, Pakistan mobilized its air force and shot down an Indian fighter jet above Kashmir, capturing the pilot. On Friday, Pakistan released the pilot, Wing Cmdr. Abhinandan Varthaman, calling it a gesture to ease tensions.
  2. AFP, Staff Writer (4 October 2019), India admits friendly fire downed Mi-17 helicopter in Kashmir, Washington, DC: The Defense Post, retrieved 9 February 2021, The Indian Air Force confirmed for the first time on Friday, October 4 that it shot down one of its own Mi-17 helicopters during clashes with Pakistan in February over Kashmir, killing all six on board.
  3. Tarapore, Arzan (2021), "Almost Parity: Understanding the India-Pakistan Conventional Military Balance", Routledge Handbook of South Asian Foreign Policy, Routledge, p. 413, India, for example, launched an air strike in February 2019 in response to a Pakistan-based terrorist attack, against what it claimed was a terrorist training facility in Balakot, Pakistan – although it remains unclear whether the target was actually destroyed. Pakistan responded with its own aerial incursion across the Line of Control the next day, during which it shot down one Indian fighter, and Indian anti-aircraft fire shot down an Indian helicopter. Those skirmishes provide only small and anecdotal evidence, but they suggest two lessons. First, with an air strike of dubious effect, an unanswered loss in air-to-air combat, and a loss to friendly fire, India cannot confidently claim dominance in the air domain.
  4. Sameer Lalwani; Emily Tallo (17 April 2019), Did India shoot down a Pakistani F-16 in February? This just became a big deal. Open-source satellite imagery suggests India did not hit any targets of consequence in the airstrikes it conducted after the terrorist attack on the paramilitaries.
  5. Michael Safi; Mehreen Zahra-Malik (5 March 2019), "Kashmir's fog of war: how conflicting accounts benefit both sides:India and Pakistan's differing narratives are not unusual in the social media age, say experts" Quote: "Analysis of open-source satellite imagery has also cast doubt on India's claims. A report by the Atlantic Council's Digital Forensic Research Lab was able to geolocate the site of the attack and provide a preliminary damage assessment. It compared satellite images from the days before and after India's strike and concluded there were only impacts in the wooded areas with no damage visible to surrounding structures."
  6. Joanna Slater; Pamela Constable (27 February 2019), "Pakistan captures Indian pilot after shooting down aircraft, escalating hostilities", Washington Post
  7. Joanna Slater; Pamela Constable (27 February 2019), "Pakistan captures Indian pilot after shooting down aircraft, escalating hostilities", Washington Post
  8. "India's strike on Balakot: a very precise miss?". The Strategist. 27 March 2019. Retrieved 27 March 2019.
  9. "Former Pak diplomat admits 300 casualties in Balakot airstrike by India". The Times of India. 11 January 2021. Retrieved 11 January 2021.
  10. Taqwiyat-ul-Iman (Strengthening of the Faith) an eBook translated in English and originally written by Shah Ismail Dehlvi on islamhouse.com website
  11. "IAF decoy fighters distracted Pakistan air patrols | India News - Times of India". The Times of India.