სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ ოინბაზობს
„სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ ოინბაზობს“ (შვედ. Karlsson på taket smyger igen) — რიგით მესამე წიგნი კარლსონის შესახებ ზღაპრების სერიაში. მისი ავტორია ასტრიდ ლინდგრენი.
„სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ ოინბაზობს“ | |
---|---|
Karlsson på taket smyger igen | |
წიგნის გარეკანი, შვედური გამოცემა | |
ავტორი | ასტრიდ ლინდგრენი |
ილუსტრატორი | ილონ ვიკლანდი |
ქვეყანა | შვედეთი |
ენა | შვედური |
თემა | მეგობრობა |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემელი | Rabén & Sjögren |
გამოცემის თარიღი | 1968 |
წინამორბედი | სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ მოფრინდა |
მომდევნო | ყველაფერი სახურავის ბინადარი კარლსონის შესახებ |
სიუჟეტი
რედაქტირებასვანტესონების ოჯახი კვლავ მიემგზავრება სტოკჰოლმიდან. რჩებიან მხოლოდ ბიჭუნა, ფრეკენ ბოკი და კარლსონი, რომელიც მათ დრო და დრო აკითხავს. ასევე სტუმრად და სამკურნალოდ ჩამოდის იულიუსი (ბიჭუნას მამის ბიძია). თავდაპირველად ისე ჩანს, თითქოს მას არ სწამს ზეარსებების ან ზღაპრების გმირების არსებობის, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ეს ასე არ არის. კარლსონი დრო და დრო ჩაუფრენს მის ფანჯრებს, რითაც არწმუნებს, რომ ’’ზღაპრული გმირები ნამდვილად არსებობენ’’. იულიუსი კი, დროთა განმავლობაში, დიდი სიმპატიით განეწყობა ფრეკენ ბოკის მიმართ. თავის მხრივ, არც ფრეკენ ბოკია გულგრილი და მისი ხისტი ხასიათი ამით კიდევ უფრო რბილდება.
ამავე დროს კარლსონზე დიდი ძებნაა გამოცხადებული. მის დასაჭერად დიდი ფულადი თანხაა დაწესებული. სვანტესონების ბინას ეწვევიან ქურდები ფილე და რულე, რომელთაც სურთ კაცუნას პოლიციაში წაყვანა, მაგრამ კარლსონი ორივეს კარადაში მოამწყვდევს. მოგვიანებით ფრეკენ ბოკი აღმოაჩენს, რომ ერთ-ერთი მათგანი მისი დის, ფრიდას ყოფილი შეყვარებულია, რომელიც მას ცუდად მოექცა. დაშინებული ქურდები ტოვებენ სახლს.